ალექსანდრე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
}}
 
'''ალექსანდრე I დიდი''' (დ. დაახლოებით [[1390]] — გ. [[1445]]), [[საქართველო|საქართველოს]] მეფე [[1412]]-[[1442]]. [[კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)|კონსტანტინე I-ისა]] და [[ნათია ამირეჯიბი]]ს ძე. ზრდიდა ბებია [[რუსა ამირეჯიბი|რუსა]].
 
მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ [[1415]]-იდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი [[თემურლენგი|თემურლენგისა]] და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან [[1425]] შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა [[სვეტიცხოველი]], რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. [[1440]] წლის [[სიგელი (რკჱ)|სიგელით]] გააუქმა გადასახადის სახეობა — „მალი“. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. [[1431]] მან შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. დაახლოებით [[1434]]-[[1435]] შემოიერთა [[სივნიეთი]] (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან საქართველოს შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში. ალექსანდრე I ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. გამეფების პირველსავე წლებში ([[1412]]-[[1415]]) ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები - დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი; ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთს ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა ([[1442]]).