თერგდალეულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.125.29-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''„თერგდალეულები“''' — XIX საუკუნის 60-იანიანი წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა. „თერგდალეულებს“ უწოდებდნენ კონსერვატორი მოწინააღმდეგენი [[რუსეთი|რუსეთში]] განათლებამიღებულ ქართველ ახალგაზრდებს, ქართველ განმანათლებლებს, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ 60-იან წლებამდე იჩენდა ნახევრადფარულ ოპოზიციურ დამოკიდებულებას ძველისადმი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახლის დანერგვას მოითხოვდა. 1861-1862 წლებიდან „თერგდალეულების“ ნაწილი აშკარად შეებრძოლა კონსერვატორებს ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრისა]]“ და „[[საქართველოს მოამბე|საქართველოს მოამბის]]“ ფურცლებზე. ბრძოლა ახალ („თერგდალეულთა“) და ძველ („მტკვარდალეულთა“) თაობებს შორის დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] წერილით „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, 1861, № 4), რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დასაბამი მისცა ე. წ. [[მამებისა და შვილების ბრძოლა|„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლას]].
 
თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი ხალხის როგორც ეროვნულ, ისე სოციალურ განთავისუფლებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთისა და ევროპის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს; იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კურსში. მათი პროგრამით, თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თერგდალეულები“-დან