აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 99:
 
იოჰან კრუიფი -ყველაზე არაპროგნოზირებადი ადამიანი მსოფლიოში. „აიაქსი“ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში 1985 წელს, როდესაც კრუიფი დაბრუნდა კლუბში მთავარ მწვრთნელად. „იოპს“ სჯეროდა ამ გუნდის და მისი ახალგაზრდული შემართების. მშრალი ათწლეულის შემდეგ ამსტერდამის სიამაყე ფეხზე უნდა წამომდგარიყო.
თავის პირველ სამწვრთნელო სეზონში კრუიფმა მოიგო ნაციონალური თასი და მოიპოვა უფლება ეასპარეზა ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამასებაში. „აიაქსმა“ შეძლო დიდი ხნის პაუზის შემდეგ ევროტურნირის მოგება, დასრულდა 14 წლიანი ლოდინი. და ეს ყველაფერი ისევ დიდი ჰოლანდიელის თაოსნობით, ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში. გათამაშების პირველ ეტაპზე „აიაქსმა“ უპრობლემოდ დაძლია თურქული „ბურსასპორის“ და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ბარიერები. მეოთხედფინალში დამარცხებული იქნა შვედური მალმიო...... ნახევარფინალი - ამსტერდამელებს უკვე აღარც ახსოვდათ ბოლოს როდის იყვნენ იქ. ამ ეტაპზე მათი მეტოქე იყო ესპანური „სარაგოსა“, რომელიც ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს ანგარიშით 3:2 და 3:0. წინ იყო ფინალი, სადაც „აიაქსმა“ მარკო ვან ბასტენის ერთადერთი გოლით დაამარცხა ლაიპციგის „ლოკომოტივი“. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი ფანებისთვის. თუმცა ეს ზეიმი ჩაშხამდა ერთი უსიამოვნო ინფორმაციით, მილანმა იყიდა ფინალის გმირი მარკო ვან ბასტენი. გოლეადორი დუბლით დაემშვიდობა ამსტერდამს თავის ბოლო მატჩში „დენ ჰააგასა“ წინააღმდეგ და დაიწყო მისი ტრიუმფალური კარიერა მილანის შეადგენლობაში...შემადგენლობაში.
შემდეგ სოზენში „აიაქსი“ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ისე გავიდა ფინალში, რომ გოლიც არ გაუშვია. თუმცა უკვე ჩანდა, რომ ვან ბასტენის, სონი სილოის და ფრანკ რეიკაარდის წასვლის შემდეგ გუნდს ძალზედ გაუჭირდებოდა. მაგრამ მთავარი პრობლემა გახდა კრუიფის კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. იოჰანი ითხოვდა ფულს ახალი ფეხბურთელების შესაძენად, რომელიც მან ვერ მიიღო. შესაბამისად 1988 წლის 4 იანვარს იგი გადადგა. მისმა თანაშემწეებმა: ბარი ჰულსხოფმა, სპიცა კონამ და ბობი ჰარმსმა გუნდი კვლავ გაიყვანეს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში. მოწინააღმდეგე იყო ბელგიური „მეხელინი“, რომელსაც წვრთნიდა ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ად დე მოოსი. თამაშის მეათე წუთზე წითელი ბარათი მიიღო დენი ბლინდმა. მიუხედავად ამისა „აიაქსი“ მაინც დომინირებდა მთელი თამაშის განმავლობაში, მაგრამ ბელგიელების ჰოლანდიელმა ფორვარდმ პიტ დენ ბურმა გაიტანა ერთადერთი გოლი და „დე მეერელები“ დამარცხდნენ. ამას თან დაერთო ისიც, რომ ფინალის შემდეგ „მეხელენმა“ „აიაქსს“ დასტყუა ფორვარდი ჯონი ბოსმანი. ამით დასრულდა კიდევ ერთი ბრწყინვალე თაობის მოღვაწეობა ჰოლანდიურ გრანდში.
ამასობაში წინ მიიწევდა „პსვ“. გუნდმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ეროვნული პირველობა და ზედ ევროპის ჩემპიონთა თასიც მიაყოლა. ამ დროს მწვრთნელი იყო ჯერ კიდევ უცნობი გუუს ჰიდინკი. სანაკრებო ბატალიებზე ჰოლანდიამ როგორც იქნა გატეხა ნავსი და ბრწყინვალე კოლექტივმა მოიგო 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი. გუნდს სათავეში ედგა კვლავ ლეგენდარული რინუს მიხელსი. ხოლო „მილანის ტრიო“ — ვან ბასტენი, [[რუდ გულიტი|გულიტი]], რეიკარდი იყო მართლაც შთამბეჭდავი. ფინალურ მატჩში ვან ბასტენის მიერ გატანილი გოლი სამართლიანად ითვლება საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ. ქვეყანაში უდიდესი ზეიმი იყო.