აეროპორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
'''აეროპორტი''' — საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით.
 
თანამედროვე აეროპორტი ტექნიკური თავალსაზრისით, წარმოადგენს საინჟინრო-ტექნიკური მოწყობილობების რთულ კომპლექსს, რომელიც შეიცავს [[აეროდრომი|აეროდრომს]], სამგზავრო ტერმინალს, რომელიც განკუთვნილია გაფრენამდე და გაფრენის შემდეგი მომსახურებისათვის, სატვირთო ტერმინალი, სამოსამსახურეო ტექნიკური ტერიტორია, აეროდრომის წინა ტერიტორია და სხვა. იურიდიული თვალსაზრისით „აეროპორტი“ განისაზღვრება, როგორც ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს მგზავრების, ხელბარგის, ტვირთების მიღებას და გაგზავნას და საჰაერო ხომალდების მომსახურებას. სხვა სახელმწიფოების კანონმდებლობაში „აეროპორტის“ განსაზღვრება არ არის მოცემული, თუმცა მასში თვით ეს ტერმინი ზოგჯერ გამოყენებულია. აეროპორტში საერთაშორისო რეისების მგზავრებთან დაკავშირებით ეროვნული წესები ითვალისწინებს საბაჟო-ადმინისტრაციული ფორმალობის დაცვას, რომელსაც წარმოადგენს საბაჟო შემოწმება; სანიტარული-საკარანტინო კონტროლი, საპასპორტო კონტროლი; სპეციალური კონტროლი.
 
საბაჟო კონტროლი შედგება საბაჟო დეკლარაციის შევსებისაგან და საკუთარი ტვირთის წარმოდგენისაგან საბაჟო დეკლარაციაში და პასპორტის შემოწმება საბაჟო ინსპექტორის მიერ.
 
== ლიტერატურა ==
* დავით გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, [[თბილისი]], [[2009]], გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 173-187.
 
{{commons|Airport|აეროპორტი}}