იგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 94.43.199.110 ცვლილებების გაუქმება (№3189722)
ხაზი 23:
პიროვნებად ჩამოყალიბებაში იგის ეხმარება ხორციელი სიამოვნება, თავისუფლებისა და სიყვარულის შეგრძნება, რაც მას შემოქმედებით საქმიანობამდე მიიყვანს. იგის ასეთი ფერიცვალება, შეუმჩნეველი არ რჩება ტომის ბელადისა და მისი მიმდევრებისთვის. „სხვა ჯიშის“ არსება ირიყება მათი ჯგუფისაგან, მისდამი დამოკიდებულება უფრო მწვავდება, რასაც საბოლოოდ იგის გაქრობის გადაწყვეტილებამდე მივყავართ.იგი, წელში გამართული მიაბიჯებს ქარაფზე, და უკან მოხედვის დიდი სურვილის მიუხედავად წინ მიდის, რაც მისი ღირსებების აღიარებაზე მეტყველებს. იგიმ გაიგო რა დარჩებოდა მისი წასვლის შემდეგ და ამითი განახორციელა თავისი იდეა.
 
ჯემარ ქარჩხაძე მოთხრობის ასეთი დასასრულითა და პერსონაჟის მიერ ნათქვამი სიტყვებით „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ მიგვანიშნებს პიროვნების მარადიულობაზე. იგისგან დარჩა იდეა, რომლის მემკვიდრე ზუც, აცნობიერებს თავის ინდივიდუალურ სახეს და წელში გამართული აგრძელებს ცხოხვრებასცხოვრებას. მკითხველი აღმოაჩენს რომ მიუხედავად საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულებისა, თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისუფალი სული და იგი ადრე თუ გვიან გამოვლინდება.
[[ფაილი:Igi 4.jpg|მინი]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგი“-დან