ლილია ბრიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
| სახელი = ლილია ბრიკი
| ფოტო =1928 LYuB editing film.jpg
| ფოტოს სიგანე = 220პქ200პქ
|წარწერა = ლილია ბრიკი ფილმის მონტაჟისას.[[1928]]
| ალტ =
ხაზი 85:
}}
 
'''ლილია ბრიკი''' (დ.30 ოქტომბერი (11 ნოემბერი) ,[[1989]] — გ. 4 აგვისტო [[1978]]) - «რუსული ავანგარდის მუზა», XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული სალონის მფლობელი. მან პოეტ [[ვლადიმერ მაიაკოვსკი|მაიაკოვსკის]] ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა - მას მიეძღვნა პოეტის ყველაზე ცნობილი ლექსები : ,,შარვლიანი ღრუბელი", ,,ფლეიტა-ხერხემალი", ,, ლილიჩკა" და მრავალი სხვა. დაქორწინებული იყო ოსიპ ბრიკზე, ვიტალი პრიმაკოვსა და ვასილი კატანიანზე. ლილიას ცხოვრება დაუკავშირდა უამრავ მწერალსა და ხელოვანს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის : [[სერგეი ნაროვჩატოვი]], [[პაველ კოგანი]], [[მიხაილ კულჩიცკი]], [[მაია პლისეცკაია]], [[როდიონა შედრინა]], [[სერგო ფარაჯანოვი]],[[ანდრეი ვოზნესენკი]], [[მარტიროსა სარიანა]], [[მარკ შაკალი]], [[პაბლო პიკასო]]. [[ვლადიმერ მაიაკოვსკი|მაიაკოვსკის]] გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრების ნახევარზე უფლება მოიპოვა და მოსკოვში მაიაკოვსკის პირველი მუზეუმი გახსნა. [[1950]]-იანი წლებიდან საბჭოთა ცენზურა ცდილობდა მაიაკოვსკის ცხოვრებიდან ლილიას კვალი წაეშალა. [[1978]] წელს ლილიამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
 
==ბავშვობა==
ლილია ურიევნა კაგანი 11 ნოემბერს, [[1891]] წელს [[მოსკოვი|მოსკოვის]] ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. მამამისი ურია ალექსანდროვიჩ კაგანი იურისტი იყო, რომელიც ებრაელების უფლებებს იცავდა. იგი იყო ძალიან განათლებული პიროვნება, რომელიც ძალიან აფასებდა ხელოვნებას და ხშირად მონაწილეობდა ლიტარატურულ დისკუსიებში.მისი დაჟინებით ლილიას [[გერმანელი]] პოეტის [[იოჰან ვოლფგანგ გოეთე|იოჰან ვოლფგანგ გოეთეს]] მუზის - ლილი შიონემანის სახელი დაარქვეს. დედა ელენა ბერმანი [[რიგა|რიგიდან]] იყო - ასევე მდიდარი და განათლებული ოჯახიდან. გათხოვებამდე [[მოსკოვის კონსერვატორია|მოსკოვის კონსერვატორიაში]] სწავლობდა , მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ მიატოვა და თავი ბოლომდე ოჯახს მიუძღვნა.
ოჯახურ წრეში კაგანებს უყვარდათ მუსიკალური საღამოების,შინაური კონცერტებისა და პიესების მოწყობა. მათ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ლიტერატორები, ხელოვანები და მუსიკოსები.<ref>История в женских портретах.07.Лиля Брик</ref>
ლილიამ და მისმა უმცროსმა დამ ელზამ შინ კარგი განათლება მიიღეს: ბავშვები მცირე ასაკიდანვე საუბრობდნენ რუსულად, გერმანულად და ფრანგულად, უკრავდნენ როიალზე, მონაწილეობას იღებდნენ მშობლების მიერ გამართულ მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებში.<ref>Янгфельдт Б. Любовь — это сердце всего: В. В. Маяковский и Л. Ю. Брик Переписка 1915 — 1930.</ref> მიუხედავად იმისა, რომ ლილია მრავალმხრივ ნიჭიერი იყო, მას ყველაფერი მალე ბეზრდებოდა. მასწავლებლებმა ადრევე შენიშნეს მისი ნიჭი მათემატიკაში და ლილიამ მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მეცნიერების მიმართ ინტერესის განელების შემდეგ მათემატიკის კურსები მიატოვა და არქიტექტურულ ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.
 
==პირველი მეუღლე - ოსიპ ბრიკი ==
[[ფაილი:Osip_LUB.jpg|მარცხნივ|მინი|ოსიპი და ლილია.1912]]
 
ლილიას ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა შეძლებული ვაჭრის - მაქსიმ ბრიკის ოჯახი. მის შვილს - ვერა ბრიკს ლილია გიმნაზიიდან იცნობდა.რევოლუციით აღელვებული ახალგაზრდები [[1905]] წელს პატარა წრეში იკრიბებოდნენ და ითხოვდნენ პოლონეთის გათავისუფლებას.ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ლილიამ ოსიპი გაიცნო - 17 წლის მამაცი ახალგაზრდა ყველა თანატოლის თვალში გმირად ჩანდა. მალე ოსიპი თამამი განცხადებების გამო გიმნაზიიდან გააგდეს. ახალგაზრდები დამეგობრდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. ერთ-ერთ ზაფხულს ბრიკების ოჯახი დასასვენებლად გერმანიაში წავიდა, ოსიპს კი სრულიად გადაავიწყდა ლილიასთვის წერილების მიწერა. სასოწარკვეთილმა ლილიამ ციანიდით თვითმკვლელობა გადაწყვიტა, თუმცა ცოტა ხნით ადრე დედამ შეამჩნია ქალიშვილის უცნაური ქცევა და ბოთლი უსაფრთხო ნივთიერებით შეცვალა.
რამდენიმე წლიანი განშორების,სერიოზული რომანებისა და სკანდალის შემდეგ ლილია და ოსიპი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში. ოსიპმა ლილიას ცოლობა სთხოვა და წყვილი [[1912]] წლის 26 მარტს დაქორწინდა. ლილია კაგანი ლილია ბრიკი გახდა.<ref>История в женских портретах.07.Лиля Брик</ref>
Line 98 ⟶ 100:
 
==ბრიკი და მაიაკოვსკი==
[[file:Vladimir mayakovsky and lilya brik.jpg|thumb|250px|მაიაკოვსკი და ლილია. 1915]]
მაიაკოვსკი კაგანებს ოჯახში [[1913]] წელს გამოჩნდა. ის ლილის უმცროს დას - ელზას ხვდებოდა. ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ [[ვლადიმერ მაიაკოვსკი|მაიაკოვსკი]],მაგრამ ელზა სახლიდან მის სანახავად მაინც იპარებოდა.
[[1915]] წლის ივნისში ელზა და მაიაკოვსკი ბრიკების სახლში მივიდნენ. მან პირველად წაიკითხა ,,ღრუბელი შარვალში". დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული იყო. მაიაკოვსკიმ კი ლექსი რამდენიმე საათის წინ გაცნობილ ლილიას მიუძღვნა. ელზაც კი მიხვდა, რომ ვლადიმერს ლილი შეუყვარდა.
Line 103 ⟶ 106:
ბრიკების სახლი დიდ სტუმრიანობას ვეღარ იტევდა და იმავე სახლში,ექვსოთახიან ბინაში გადავიდნენ. მაიაკოვსკი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა და ყოველ საღამოს ბრიკებთან მიდიოდა . მაიაკოვსკი მთლიანად ლილიას ზეგავლენის ქვეშ მოექცა - ლექსებს პირველად მას აკითხებდა და მთავარი ადრესატიც იყო. ლილიას გავლენით მან სტილი შეიცვალა და შეიძინა კოსტუმი, ყავარჯენი. მხოლოდ [[1918]] წელს გამოუტყდა ლილია მაიაკოვსკის სიყვარულში, ვლადიმერი კი პირველივე დღიდან იყო შეყვარებული.
[[1919]] წელს მოსკოვში სამეულმა დაბრუნება გადაწყვიტა და მათთვის კომუნალური ოთახი გამოყვეს. ლილია ვლადიმერს ეხმარებოდა ლექსებისა და პოემების რედაქტირებაში, გამოქვეყნებაში,პიესის დადგმაში და ა.შ. ოსიპი კი ხშირად საკუთარი სახსრებით გამოსცემდა მაიაკოვსკის ნამუშევრებს.<ref>Янгфельдт Б. Любовь — это сердце всего: В. В. Маяковский и Л. Ю. Брик Переписка 1915 — 1930.</ref>
[[1922]] წლის ზამთარში მათ ურთიერთობას კრიზისის პერიოდი დაუდგა - ლილიამ ვლადიმერს სთხოვა 2 თვე რაარ შეხმიანებოდა. მრავალი დაძაბული წლის შემდეგ მაიაკოვსკის გრძნობა განელდა.ლილის მიმართ მიძღვნილი უკანასკნელი ლექსი 1927 წელს დაიწერა. მაიაკოვსკის ასეთივე გატაცებით რამდენიმე ქალი შეუყვარდა, მაგრამ ყველა რომანი მისი უარყოფით დასრულდა - 1930 წლის 14 აპრილს მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა. <ref>Быков Д. Л. Тринадцатый апостол. Маяковский: Трагедия-буфф в шести действиях</ref>
==მეორე მეუღლე - ვიტალი პრიმაკოვი==
ლილიასა და ვიტალის გაცნობის რამდენიმე ვერსია არსებობს,თუმცა [[1930]] წლიდან ის იწყებს ოსიპთან და ლილიასთან ერთად ცხოვრებას.მალე კი ლილია და ვიტალი ურალში წავიდნენ. ოსიპთან გაგზავნილი წერილებით ირკვევა, რომ საკმაოდ ცუდ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ლილია კი მოსკოვში ფუფუნებას იყო მიჩვეული. მიუხედავად ამისა ლილია მას ყველგან დაჰყვებოდა - როსტოვში,კისლოდოვსკში,ჰამბურგსა და ბერლინში. [[1935]] წელს პრიმაკოვი ლენინგრადში იღებს პატარა ბინას. იქ კი მათთან ერთად საცხოვრებლად გადადიან ოსიპ ბრიკი და ევგენია სოკოლოვა.
[[1936]]წელს პრიმაკოვს ღალატში დასდეს ბრალი და დახვრეტა მიუსაჯეს. რეპრესიების პერიოდში მოღალატეების ახლობლებსაც საფრთხე ემოქრებოდათ, ამიტომ ოსიპი ევგენიასთან ერთად კოკტებელში წავიდა, ლილია კი ვასილ კატანიანთან ერთად იალტაში გაემგზავრა.
<ref>Валюженич А. В. Пятнадцать лет после Маяковского. Лиля Брик — жена командира</ref>
==მესამე მეუღლე - ვასილი კატანიანი==
ლილიამ ვასილთან ერთად ოთხი ათწლეული იცხოვრა. ვასილი მაიაკოვსკი-ბრიკების ოჯახის დიდი ხნის ნაცნობი და პოეტის ერთ-ერთი ცნობილი ბიოგრაფი იყო.[[1937]] წლიდან ერთად დაიწყეს მაიაკოვსკის ბიოგრაფიაზე მუშაობა და მალე მეგობრობა სხვა რამეში გადაიზარდა. ეს უდიდესი დარტყმა იყო გალინა კატანიანისთვის - ვასილის მეუღლისა და ლილიას უახლოესი მეგობრისთვის.
<ref>История в женских портретах.07.Лиля Брик</ref>
 
 
[[კატეგორია: დაბადებული 1891]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლილია_ბრიკი“-დან