ბენ-ნევისი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ბენ-ნევისი''' ({{lang-en|Ben Nevis}}) — კუნძულ [[დიდი ბრიტანეთი]]ს უმაღლესი მწვერვალი [[გრამპიანის მთები]]ს დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს [[შოტლანდია]]ში. სიმაღლე 1344 მ. აგებულია [[გრანიტი|გრანიტებით]], [[ანდეზიტი|ანდეზიტებითა]] და [[ფიქალი|ფიქლებით]]. აქვს ბრტყელი ზედაპირი, რომელიც დაფარულია მთის მდელოებით. მწვერვალი ხშირად ღრუბლებში და ნისლშია გახვეული.
 
ბენ-ნევისი ძველი გიგანტური ვულკანის ნაშთია. წარსულში მოქმედი, ამჟამად კი ჩამქრალი ვულკანია. სამხრეთი კალთები დამრეცია, ხოლო ჩრდილოეთჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე არის ფლატე, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 460 მ. ფერდობების დაჩრდილულ ნაპრალებში მთელი წლის განმავლობაში [[თოვლნარი]]ა. ბენ-ნევისის სიახლოვეს კლიმატი მკაცრია. მწვერვალზე არის მეტეოროლოგიური ობსერვატორია. პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯეიმზ რობერტსონმა 1771 წლის 17 აგვისტოს.
 
ბენ-ნევისი [[შოტლანდიურ-გელური ენა|შოტლანდიურ-გელურ ენაზეა]] „Beinn Nibheis“. ამავე დროს, „Beinn“ გელური სიტყვაა და „მთას“ ნიშნავს, ხოლო „Nibheis“ სხვადასხვაგვარად აღიქმება, მაგრამ ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „ბოროტი“ ან „შხამიანი“. „Beinn Nibheis“ ალტერნატიული ინტერპრეტაციის მიხედვით წარმოსდგება „beinn nèamh-bhathais“-გან, სადაც „nèamh“ „ზეცებს“, „ღრუბლებს“, ხოლო „bathais“ „ადამიანის თავის მწვერვალს“ ნიშნავს. კელტურად ბენ-ნევისი „თოვლიან მთას“ ნიშნავს. ადგილობრივი მოსახლეობა მთას შემოკლებით „ბენს“ უწოდებს.