იბერიის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ამგებელი ქანები =
}}
'''იბერიის მთები''' ({{lang-es|Cordillera Iberica; Sistema Ibérico}}) — მთათა სისტემა [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ესპანეთი|ესპანეთში]], მესეტის ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდესთან. გადაჭიმულია ჩრდილოეთჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 440 კმ-ზე. სიმაღლე 2313 მ (მთა [[მონკაიო]]). იბერიის მთები დიდი მდინარეების [[ტახო]]სა და [[ებრო]]ს წყალგამყოფია. [[სიერა-დე-გუდარი|სიერა-დე-გუდარზე]] ინტენსიურად არის განვითარებული [[კარსტი]].<ref>[http://bse.sci-lib.com/article049332.html იბერიის მთები — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref>
 
წარმოადგენს ნაოჭა-ლოდა მასივების სისტემას. აგებულია მეზოზოური [[კირქვა|კირქვებით]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებითა]] და [[კვარციტი|კვარციტებით]]. მის საფუძველში ჩაწოლილია ჰერცინული სტრუქტურის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული სწორი [[ანტიკლინი|ანტიკლინური]] და [[სინკლინი|სინკლინური]] ნაოჭები. ხალონის ხეობით იყოფა შედარებით მაღალ (ჩრდილოეთ-დასავლეთ) და დაბალ (სამხრეთ-აღმოსავლეთ) მასივებად.<ref name="qse">{{ქსე|5|69||არა}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იბერიის_მთები“-დან