ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 90:
1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი და ტრაპიზონის იმპერია რამდენიმე წლით [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] გავლენის ქვეშ მოექცა. დავით კომნენოსი, ტრაპიზონის იმპერატორი უკანასკნელად შეეწინააღმდეგა ოსმალეთს და ბერძნული ქვეყნების კოალიცია შექმნა ბიზანტიის იმპერიის აღდგენის იმედით. თუმცა ის დამარცხდა და 1461 საბოლოოდ დანებდა [[მეჰმედ II]]-ს, ოსმალეთის სულთანს. დავითი და მისი ოჯახი კონსტანტინოპოლში გადაასახლეს და იქ მოაკვდინეს. მეჰმეთმა ტრაპიზონის მდიდარი მოსახლეობა კონსტანტინოპოლში გადაასახლა, სხვები მონებად წაიყავანა არმიაში, 800 ახალგაზრდა კი [[იანიჩარები|იანიჩრად]] აქცია. მეჰმედმა ქალაქში თურქები დაასახლა, თუმცა ადგილი შეინარჩუნა ბერძნულმა, ლაზურმა და სომხურმა თემებმა. ტრაპიზონში დარჩნენ პორტის რაიონში მოსახლე ღარიბები. გამაგრებულ ნაწილში დაბინავდნენ სამხედროები. ქალაქი გახდა ოსმალეთის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტრაპიზონის ვილაიეთის ნაწილი. [[ბაიაზიდ II]]-ის მმართველობისას მისი შვილი, [[სელიმ I]] ტრაპიზონის სანჯაყი იყო. ტრაპიზონში დაიბადა მისი შვილი, [[სულეიმან I]], ოსმალეთის მომავალი სულთანი. 1523 წლის აღწერის მიხედვით ტრაპიზონში ცხოვრობდა 1,473 სრულწლოვანი მამაკაცი. მათი დაახლოებით 85% ქრისტიანი იყო, 15% მუსლიმი, ხოლო 13% სომეხი.<ref name="Modern Times page 27/28">''Richard G. Hovannisian'', The Armenian People from Ancient to Modern Times, გვ 27-28 - 2004</ref> ოსმალთა ბატონობის დროს ბეგლარბეგებად ადგილობრივი ჩეპნი თურქები და ლაზები ინიშნებოდნენ. თუმცა არსებობს წყარო, რომ ტრაპიზონის მმართველ ბეგლარბეგად [[ბოსნიელები|ბოსნიელიც]] დაუნიშნავთ. ოსმალთა ევროპული კამპანიის დროს (XVI-XVII სს) ტრაპიზონელებიც მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში. მას შემდეგ, რაც ტრაპიზონი ოსმალეთის ნაწილი გახდა ვიდრე XIX საუკუნემდე, ქალაქში ახალი შენობა არ აშენებულა, მეჩეთიც კი. ამ ფუნქციის შესასრულებლად ძველ ქრისტიანულ ტაძრებს იყენებდნენ.
 
XIX საუკუნის დასაწყისში ტრაპიზონი რუსეთთან ვაჭრობამ ეკონომიკურად გააძლიერა. ოსმალური მთავრობა ქალაქის მოსახლეობისგან გადასახადებს არ იღებდა და ამან ქალაქი იმპერიისგან ნაწილობრივ გაათავისუფლა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|1828-1829 წლების რუსეთ ოსმალეთის ომის დროს]] რუსულმა სამხედრო ძალებმა ტრაპიზონამდე მიაღწიეს. ომის შემდგომი [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის ზავით]] რუსეთმა მოიპოვა სავაჭრო პრივილეგიები ოსმალეთის ტერიტორიაზე. შედეგად სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა მოითხოვეს მსგავსი გარანტიები შავი ზღვის სანაპიროზე ვაჭრობისთვის. 1829 წლიდან რამდენიმე უცხოური საკონსულო გაიხსნა ტრაპიზონში. შესაბამისად ტრაპიზონში ვაჭრობის მასშტაბები გაიზარდა, თუმცა შემოსავალი უცხოეთში გაედინებოდა. XIX საუკუნის შუამდე დომინანტური მდგომარეობა ეპყრათ ბრიტანულ კომპანიებს, რომლებიც ირანთან ვაჭროდნენ. ვაჭრობა აგრეთვე გაიზარდა [[ყირიმის ომი]]ს შემდეგ, რადგან საომარი აღწურვილობა პორტში იტვირთებოდა. XIX საუკუნის შუა ხნიდან აშენდა რამდენიმე ახალი მაგრამ ნაკლებად ნიშვნელოვანიმნიშვნელოვანი ეკლესია, რომლებიც 1923 წლამდე ფუნქციონირებდნენ. 1836 წელს ბრიტანულმა სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო რეგულარული საზღვაო მიმოსლვა [[სტამბული|სტამბოლსა]] და ტრაპიზონს შორის სამსუნის გავლით. რამდენიმე წელიწადში კიდევ ოთხი ასეთი კომპანია გაიხსნა. საზღვაო ტრანსპორტი მოსახერხებელს ხდიდა ჩერქეზეთიდან და საქართველოდან მონების ტრანსპორტირებას ბრიტანული გემებით სტამბოლის, [[ლევანტი]]სა და [[ეგვიპტე|ეგვიპტისკენ]]. თუმცა 1855 წელს ევროპის ზეწოლის შედეგად აიკრძალა მონებით ვაჭრობა. ადგილობრივი მონებით მოვაჭრეები კავკასიელი ტყვეების გაყიდვას მხოლოდ ტრაპიზონში ახერხებდნენ. ისინი ქალაქში 1870 იან წლებამდე შემორჩნენ. 1869 წელს [[სუეცის არხი]]სა და ირანში [[ხორეშმი]]ს პორტის გახსნის შემდეგ ვაჭრობა კიდევ უფრო შემცირდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ანატოლიაში რკინიგზის მშენებლობამ ტრაპიზონის სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია საბოლოოდ დაეცა.
 
[[File:Tarbzon-limani.jpg|thumb|left|200px|ტრაპიზონის პორტი 1920-იან წლებში]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან