დარტფორდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 86:
XV საუკუნეში ინგლისის ორი მეფის სახელი უკავშირდება ქალაქის ისტორიას. 1415 წლის ნოემბერში [[ჰენრი V]]-მ მის ქუჩებში ჩაიარა თავისი ჯარებით, სანამ ფრანგებს გაანადგურებდა [[აზენკურის ბრძოლა|აზენკურის ბრძოლაში]]. 1452 წლის მარტში იორკის ჰერცოგმა რიჩარდმა სწორედ დარტფორდში აღიარა [[ჰენრი VI]]-სთან დამარცხება. რიჩარდის 10-ათასიანი ჯარის დაბანაკების ისტორიულ ადგილს დღეს იორკის გზა ჰქვია.
 
XVI საუკუნეში ქალაქის ისტორია პარადოქსული ფაქტებითაა აღსავსე. ჯერ გაპროტესტანტებულმა [[ჰენრი VIII]]-მ აიგო სასახლე დარტფორდის მონასტრის მიწასთან გასწორების შემდეგ. მოგვიანებით, მისმა თავგადაკლულმა კათოლიკე ქალიშვილმა, დედოფალმა [[მერი I (ინგლისი)|მერი I]]-მა არაერთი კენტელი პროტესტანტი დასაჯა სიკვდილით 1553-1554 წლებში. მათ შორის აღსანიშნავია ქრისტოფერკრისტოფერ უეიდი (Christopher Wade), რომლის აუტო-და-ფე 1555 წელს გაიმართა. თანამედროვეთათვის უეიდისა და [[მერი I (ინგლისი)|სისხლიანი მერის]] შურისძიების სხვა მსხვერპლთა მოსაგონრად, ისტ-ჰილზე აღმართულია მოწამეთა მემორიალი.
 
1576 წელს დაარსდა დარტფორდის სკოლა (Dartford Grammar School), რომელიც განათლების მიღების შანსს აძლევდა [[ტიუდორები|ტიუდორების]] ეპოქაში მცხოვრებ უბრალო ხალხს.
 
1723 წელს დარტფორდში ჩატარდა პირველი დოკუმენტურად დადასტურებული მატჩი კრიკეტში.
ხაზი 94:
1785-1802 წლებში აქ დროებით დაიდო ბინა კენტელ სამეფო მშვილდოსანთა საზოგადოებამ. ქალაქის ერთ-ერთ რაიონს ჯერაც ბოუმენზი (Bowmans - მშვილდოსნის უბანი) ჰქვია.
 
=== დემოგრაფია ===
1801 წელს ქალაქის მოსახლეობა, დაახლოებით, 2 400 ადამიანს შეადგენდა. 2001 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 85 911-მდე გაიზარდა.
 
=== კლიმატი ===
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილის მსგავსად, დარტფორდს ოკეანის კლიმატი ახასიათებს. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, როცა საშუალო ტემპერატურა 21°C-ს აჭარბებს. ზამთარი ხანგრძლივია. განსაკუთრებით ცივა დეკებერში, იანვარსა და თებერვალში. ნაახალწლევს აქ ზამთრის საშუალო ტემპერატურა 0°C-მდე ეცემა.
 
=== დაძმობილებული ქალაქები ===
დარტფორდს რამდენიმე მეგობარი ქალაქი ჰყავს საზღვარგარეთ. მათ შორის აღსანიშნავია:
* ჰანაუ (გერმანია)
ხაზი 107:
* ნამიანჯუ (სამხრეთ კორეა)
 
=== ცნობილი დარტფორდელები ===
ადგილობრივი თქმულების თანახმად, 1381 წელს მომხდარი გლეხების აჯანყების მეთაური, უოტ ტაილერი აქაური იყო. ამავე დროს, კენტის საგრაფოს სხვა სამი ქალაქიც აცხადებს პრეტენზიას ინგლისელი გმირის სამშობლოს სტატუსზე. ლეგენდის დასტურად, ქალაქის ცენტრში ტურისტებს აჩვენებენ ლუდხანა „უოტ ტაილერს“, მაგრამ მისი სახელობის პაბები არაერთია ინგლისის მასშტაბით. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ნაკლებად გამოდგება სოლიდურ მტკიცებულებად.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარტფორდი“-დან