რენე მაგრიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.23.49.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
 
მაგრიტი მუშაობდა აფიშებისა და რეკლამების მხატვრად ქაღალდის ქარხანაში [[1926]] წლამდე, სანამ ბრიუსელის გალერეა „სენტომ“ არ მისცა მას სრული უფლება მთლიანად მხატვრობაში ჩართულიყო.
 
[[1926]] წელს მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურეალისტურ ნახატს „დაკარგული ჟოკეი“, რომელსაც თვლის პირველ წარმატებულ ნახატად ამ სტილში. [[1927]] წელს აკეთებს თავის პირველ გამოფენას. კრიტიკოსები თვლიან მას არაწარმატებულად და მაგრიტი ჟორჟეტასთან ერთად მიემგზავრება პარიზში, სადაც ეცნობა [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონს]] და შედის მის [[სიურრეალიზმი|სიურეალისტურ]] რგოლში. ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ ამ გაერთიანებაში შესვლა დაეხმარა მაგრიტს თავისი სტილი შეექმნა, რითიც იცნობა მისი ნახატები. მხატვარს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად არის განწყობილი [[ფსიქოანალიზი|ფსიქოანალიზთან]] და მით უფრო მის ხელოვნებაში გამოვლენასთან. მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტურია, ასევე ინტელექტუალური.
 
გალერეა „სენტოსთან“ კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება [[რენუარი, პიერ ოგიუსტ|რენუარის]] სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რენე_მაგრიტი“-დან