რენე მაგრიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
ბავშვობა გაატარა არც თუ ისე დიდ ქალაქ [[შარლერუა]]ში. ცხოვრება საკმაოდ რთული ჰქონდა. 1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბრეში, რამაც დიდიდიდიმავალ შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მხატვარზემიმპერია“.
 
ორი წელი მაგრიტმა ისწავლა [[ბრიუსელი|ბრიუსელის]] ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რომელიც [[1918]] წელს დატოვა. ამ დროს მან გაიცნო ჟორჟეტა ბერგერი, რომელზედაც იქორწინა [[1922]] წელს და გაატარა მთელი თავისი ცხოვრება [[1967]] წლამდე.
 
მაგრიტი მუშაობდა აფიშებისა და რეკლამების მხატვრად ქაღალდის ქარხანაში [[1926]] წლამდე, სანამ ბრიუსელის გალერეა „სენტომ“ არ მისცა მას სრული უფლება მთლიანად მხატვრობაში ჩართულიყო.
 
[[1926]] წელს მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურეალისტურ ნახატს „დაკარგული ჟოკეი“, რომელსაც თვლის პირველ წარმატებულ ნახატად ამ სტილში. [[1927]] წელს აკეთებს თავის პირველ გამოფენას. კრიტიკოსები თვლიან მას არაწარმატებულად და მაგრიტი ჟორჟეტასთან ერთად მიემგზავრება პარიზში, სადაც ეცნობა [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონს]] და შედის მის [[სიურრეალიზმი|სიურეალისტურ]] რგოლში. ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ ამ გაერთიანებაში შესვლა დაეხმარა მაგრიტს თავისი სტილი შეექმნა, რითიც იცნობა მისი ნახატები. მხატვარს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად არის განწყობილი [[ფსიქოანალიზი|ფსიქოანალიზთან]] და მით უფრო მის ხელოვნებაში გამოვლენასთან. მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტურია, ასევე ინტელექტუალური.
 
გალერეა „სენტოსთან“ კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება [[რენუარი, პიერ ოგიუსტ|რენუარის]] სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.
 
თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.
 
მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან [[1967]] წლის [[15 აგვისტო]]ს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა „სინათლის იმპერია“.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რენე_მაგრიტი“-დან