ბერქიაროქი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ბარკიიარუქი |ორიგინალუ...
(განსხვავება არ არის)

23:02, 3 აპრილი 2017-ის ვერსია

აბულ მუზაფარ რუხ უდ-დინ ბარკიიარუქი (თურქ. Abu al-Muzaffar Rukn ud-Din Barkyaruq; დ. 1080 — გ. 1105) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1094-1105 წლებში, მალიქ-შაჰის უფროსი ვაჟი.

ბარკიიარუქი
Abu al-Muzaffar Rukn ud-Din Barkyaruq ibn Malikshah
სელჩუკთა იმპერიის მე-5 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1094
მმართ. დასასრული: 1105
წინამორბედი: მაჰმუდ I
მემკვიდრე: მელიქ-შაჰ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1080
გარდ. თარიღი: 1105
შვილები: მელიქ-შაჰ II
მამა: მალიქ-შაჰი
რელიგია: ისლამი, სუნიზმი

მამის გარდაცვალების შემდეგ ვერ მოახერხა სულთნის ტიტულის მიღება, რადგან მის უმცროს ძმას, 4 წლის მაჰმუდ I-ს უბოძეს ტახტი. სელჩუკთა იმპერია ქაოსმა და დინასტიურმა ომმა მოიცვა. 1094 წელს, ისპაჰანში მოახერხა ძმის მომხრეთა არმიის განადგურება, შეიპყრო 6 წლის მაჰმუდ I დედამისთან ერთად და სიკვდილით დასაჯა. იმავე დღეს თავი გამოაცხადა თურქ-სელჩუკთა სულთნად. 1 წლის შემდეგ მან დაამარცხა ამბოხებული ბიძამისი, თუთუშ I, რომელიც სირიის სულთნად მიიჩნევდა თავს.

მისი მმართველობაში არ წყდებოდა ტახტისათვის ბრძოლა. ბარკიიარუქს ძმების სახით კონკურენტები გამოუჩნდა. აჰმედ სენჯერმა შეძლო მისი დამარცხება და ხორასანის ხელში ჩაგდება, ხოლო მაჰმედ I თავს სელჩუკთა ირანის სულთნად აცხადებდა. მიუხედავად ამისა, მისი არმია კარგად იგერიებდა აჯანყებულების იერიშებს. ბარკიიარუქის დროს ვეზირების თანამდებობებზე დანიშნულნი იყვნენ ნიზამ ალ-მულქის ვაჟები, იზ ალ-მულქ ჰუსეინი, ფახრ ალ-მულქი და მუააიდ ალ-მულქი.

1096 წელს დაწყებულმა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შეარყია სელჩუკთა იმპერიის ძლიერება. 1105 წელს, 25 წლის არკიიარუქი გარდაიცვალა. მის შემდეგ სულთანი გახდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი, მელიქ-შაჰ II, რომელიც მალევე ჩამოაგდო ტახტიდან და მოკლა ბარკიიარუქის ძმამ, მაჰმედ I-მა.

იხილეთ აგრეთვე

წყარო