კოკა-კოლა (კომპანია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში გამოჩნდა ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი – აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი ჰქონდა, მაგრამ მას ჰქონდა გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად მან მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა კოლის რეცეპტის შესყიდვა პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.
 
ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კენდლერმა [[1893]] წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით – "The Coca-Cola Company" საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად დაარეგისტრირა მისი სავაჭრო ნიშანი, რომელიც გამოიყენება [[1886]] წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა კოლის შემქმნელი. იმავე წელს კენდლერმა გადაიხადა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იმ პერიოდიდან მოყოლებული კომპანია თავის აქციონერებს ყოველ წელს უხდის დივიდენდებს.
 
აზა კენდლერმა დაიწყო კოკა კოლას სარეკლამო კომპანია, შექმნა პროდუქტის რეალიზაციის ცალკე განყოფილება, რომელშიც მოიწვია ენერგიული და შრომისმოყვარე თანამშრომლები. გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზამ გამოიყენა მაშინდელი დროისათვის ახალი სარეკლამო ფორმები. მან დაიწყო ფოსტის საშუალებით კოკა კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნა კლიენტებისთვის .
ხაზი 39:
ამ სუვენირების აქციამ კომპანიას მოუტანა განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი გახდა ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდებოდა მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.
 
[[1894]] წელს გაიხსნა სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელმა სიმარტივისთვის დაიწყო კოკა კოლას ბოთლებში ჩამოსხმა და ამ ფორმით გაყიდვა. ხუთი წლის შემდეგ კი ორმა მწარმოებელმა ბენჟამინ ტომასმა და ჯოზეფ უაიტხედმა კენდლერისგან მიიღეს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლება ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. აიზა კენდლერი ვერ ხედავდა დიდ მოგებას ბოთლებით გაყიდვაში და ამიტომ ადვილად დათმო ეს ექსკლუზივი სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად. წინსწრებით აღვნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული კოკა კოლის გაყიდვიდან მოგებამ მხოლოდ [[1928]] წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა კოლის მოგებას.
 
* [[1898]] წელს ატლანტაში აშენდა სამ სართულიანი კოკა კოლის ოფისი.
ხაზი 65:
მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა კოლა გაიგზავნა სამხედროებისთვის. .
 
* [[1960]] წელს დაიწყო სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. [[1977]] წლიდან კი დაიწყო კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.
 
* [[1979]] წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.