წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
| წარწერა = წმინდა ნინოს ხატი
| სათაური =
| დაბადების_თარიღი = დაახლ. [[280]] წ.[[წელი]]
| დაბადების_ადგილი = კოლასტე
| გარდაცვალების_თარიღი = [[332]] წ.[[წელი| წლის]] [[27 იანვარი]] (ძველი სტილით [[14 იანვარი]])
| გარდაცვალების_ადგილი = [[ბოდბე]], [[იბერიის სამეფო]]
| შერაცხვის_თარიღი =
| შერაცხვის_ადგილი =
| შერაცხა =
| ხსენების_დღე = '''[[ნინოობა]]:''' [[27 იანვარი]] (ძვ.ძველი სტ.სტილით [[14 იანვარი]]),<br/> [[1 ივნისი]] (ძვ.ძველი სტ.სტილით [[19 ივნისი]]) ([[ჯავახეთი|ჯავახეთში]] შემოსვლის თარიღი)
| ატრიბუტები = [[წმინდა ნინოს ჯვარი]]
}}
[[ფაილი:Santa Nina.jpg|მინი|250პქ|წმინდა ნინო]]
[[ფაილი:St-nino.jpg|thumb|250პქ|წმინდა ნინო]]
'''წმინდა ნინო''' — [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მქადაგებელი და გამავრცელებელი [[საქართველო]]ში (დაახ. 301–332[[316]] – [[332]] წწ.), [[მოციქულთასწორი]]. [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[14 იანვარი]] და [[19 ივნისი]], ახალი სტილით - [[27 იანვარი]] და [[1 ივნისი]].
 
==„წმინდა ნინოს ცხოვრება“==
ხაზი 57:
====მშობლები====
 
ნინოს მამა ყოფილა კაბადოკიელი ჭაბუკი, სახელად [[ზაბილონი]] (მხოლოდ შატბერდულში გვაქვს ვარიანტი "ზაბილოვნ" და არსად – "ზაბულონ"), რომელიც რომის სამხედრო სამსახურში ჩამდგარა. მას დაუმარცხებია რომის მტრები, "[[ბრანჯები]] ([[ფრანკები]]ს არაბიზებული ფორმა), რის შემდეგაც ისინი ქრისტიანობაზე მოუქცევია. ზაბილონს განუზრახავს თავისი მონაგების გლახაკებისთვის დარიგება და იერუსალიმში გამგზავრება, სადაც დამეგობრებია იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს.
 
იუბენალი და მისი და "[[სუსანა]]" (მხოლოდ "[[მეფეთა ცხოვრება|მეფეთა ცხოვრების]]", არსენ ბერის და ანონიმურ გვიანდელ ვერსიებში გვაქვს "სოსანა". უძველეს შატბერდულში, სინურში და ჭელიშურში ყველგან არის "სუსანა") წარმოშობით ქალაქ კოლასტიდან იყვნენ, სხვა ვარიანტით კოლასედან. ამ ქალაქს ს. ყაუხჩიშვილი და ი. გიპერტი კაბადოკიის ქალაქ კუძისტრასთან (ბერძნული: Κύζιστρα) აიგივებდნენ.<ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 408</ref><ref>J. Gippert, St. Nino’s Legend: Vestiges of its various sources, გელათის აკადემიის მოამბე 3, ქუთაისი, 1997, გვ. 9</ref> უფრო სარწმუნოა მეორე მოსაზრება (ფ. ფონ ლილიენფელდი, ნ. ნიკოლოზიშვილი), რომ აქ იგულისხმება ფრიგიის ქალაქი "კოლოსა" / "კოლასა" (ბერძნული: Κολοσσαί ან Κολασσαί).<ref name="ReferenceA"/><ref>Fairy von Lilienfeld, Amt und geistliche Vollmacht der heiligen Nino, ‘Apostel und Evangelist’ von Ostgeorgien, nach den ältesten georgischen Quellen, in: Horizonte der Christenheit, Festshrift für Friedrich Heyer zu seinem 85. Geburtstag, hrsg. v. Michael Kohlbacher und Markus Lesinski [= Oikonomia, 34], Erlangen 1994, p. 227, n. 14</ref> იუბენალს და სუსანას კოლასა დაუტოვებიათ მას შემდეგ, რაც დაობლებულან და იერუსალიმში წასულან. წლების შემდეგ კი იუბენალი იერუსალიმის "დევტალარი" გამხდარა, შემდეგ კი პატრიარქი, ხოლო სუსანა მსახურებდა მიაფორს, სარა ბეთლემელს.
ხაზი 96:
ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, [[არმაზი]]ს მოსალოცად მიდიოდა. იმ დღეს მცხეთაში მოსულები გაჩერდნენ [[მოგვთა]] უბნის გამოღმა, ხიდთან და იქიდან აკვირდებოდა წმ. ნინო მცხეთელ [[ზოროასტრიზმი|ცეცხლისმსახურებს]].
 
მცხეთაში მოსვლიდან მეორე დღეს ხალხი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდა. ეს იყო 6 აგვისტოს ("რამეთუ დღჱ იყო მმექუსეჱ თთჳსაჲ მის, ოდეს–იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა", ანუ [[ფერისცვალება|ფერისცვალების დღეს)]]. ქალაქში ისმოდა სადღესასწაულო საყვირის ხმა და ურიცხვი ხალხი გამოფენილიყო ქუჩებში. უცბად ხალხმა აქეთ–იქით იწყო მიმოფანტვა და მიმალვა და გამოჩნდა [[ნანა დედოფალი]], რომელმაც ნელა ჩაირა ქუჩა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ხალხი სამალავებიდან და ქუჩა სამოსლებითა და მცენარეებით მოფინეს. ხალხმა დაიწყო მეფის ქება–დიდების შესხმა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა [[მირიან III|მეფე მირიანი]] თვალისმომჭრელი შესახედაობით.
 
წმ. ნინო გაემართა არმაზის კერპის სანახავად. გარშემო მთები სავსე იყო ხალხითა და დროშებით. ნინომ მოასწრო [[არმაზციხე]]ში შესვლა და დადგა ზღუდის ნაპრალთან და იქიდან უცქერდა თუ როგორი შიში და ძრწოლა ჰქონდა მეფეს და მთელ ხალხს იმ კერპისა. არმაზის კერპი სპილენძისგან იყო შექმნილი, მას ტანზე ოქროს [[ჯაჭვისპერანგი]] ემოსა, თავზე ოქროს [[ჩაფხუტი]] ეხურა და [[ფრცხილი]]ს და [[ბივრიტი]]ს თვლებით შემკული ოქროსავე სამხრეები ეკეთა. კერპს ხელთ ეკავა გალესილი ხმალი, რომელიც მის ხელში ისე ბრწყინავდა და ტრიალებდა, რომ თუ ვინმე შეეხებოდა თავი სასიკვდილოდ ჰქონდა განწირული. არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა ოქროს კერპი, რომლის სახელიც იყო [[გაცი და გა|გაცი]], ხოლო მარცხნივ – ვერცხლის კერპი, სახელად [[გაცი და გა|გა]]. ეს ორი კერპი [[არიან-ქართლი]]დან იყო მოტანილი [[აზო]]ს მიერ, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს.
 
ამ კერპმსახურების შემყურე წმინდა ნინო ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რათა მას ეჩვენებინა სასწაული ამ ხალხისათვის და ეხსნა ისინი კერპმსახურების სიბნელისგან. და თითქოს თვალისდახამხამებაში დასავლეთიდან ამოვარდა ქარი, რომელმაც სიმწრისა და სიმყრალის სუნი მოიტანა და გაისმა საზარელი ქუხილის ხმა, ცაზე საშინელების მომასწავებელი სწრაფი ღრუბლები გამჩნდნენ. მაშინ ხალხმა იწყო გაქცევა იმ ადგილიდან და მათ დრო მიეცათ, რომ თავშესაფრამდე მიეღწიათ. მოახლოებულმა ღრუბელმა მოიტანა უმსხვილესი სეტყვა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც კერპები იყვნენ აღმართული. სეტყვამ ისინი დალეწა, დაფქვა და დაანაწევრა, ხოლო მათი ნამსხვრევები ქარმა კლდე-ღრეში ჩაყარა.
 
როგორც კი დაცხრა ქარი და სეტყვა, წმ. ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის სამხრეებს ამკობდა. მან აიღო ეს თვალი და გაემართა იმ კლდის ბოლოს, იქ სადაც ძველად ციხე მდგარა. იქვე იდგა მშვენიერი [[ბრინჯის ხე]], მაღალი და რტომრავალი. წმინდანი მივიდა იმ ხის ქვეშ, გამოსახა იქ ჯვრის ნიშანი და ექვსი დღის განმავლობაში ლოცულობდა იმ ადგილას.
Line 214 ⟶ 215:
 
====მცხეთელი ებრაელები, ბარაბეანნი====
იმ დღეებში, მცხეთელიმცხეთელმა ებრაელებმა შური იძიეს [[აბიათარი|აბიათარ მღვდელზე]] იმით, რომრადგან [[კილამო]]ს ხე, რომელიც სალოცავის („[[ბაგინის]]“) კართან იდგა და მის მთელ [[სტოა]]ზე გადაშლილი რტოებით იქაურობას ამშვენებდა, მოჭრეს.
 
დაიწყეს ებრალებმა მცხეთიდან წასვლა, გარდა [[ბარაბეანები]]სა, რომელთა სახლეულობა, ორმოცდაათი კაცი მოინათლა და გახდნენ მცხეთის მოქალაქეები („მკჳდრი“). მეფემ მათ დაბა [[ციხედიდი]] უბოძა და განადიდა თავის კარზე წმ. ნინოს მადლითა და მოძღვრებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_ნინო“-დან