კარლ ლინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''კარლ ლინე''' ({{lang-sv|Carl Linnaeus, Carl Linné;}} [[ლათ.]] Carolus Linnaeus; თავადაზნაურის წოდების მიღების შემდეგ 1761 წელს – Carl von Linné; დ. [[23 მაისი]] [[1707]], [[როსჰულტი]] — გ. [[10 იანვარი]] [[1778]], [[უფსალა]]) — შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ([[1762]]). მსოფლიოში ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიკას. დაიბადა სოფლის მღვდლის ოჯახში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინას სწავლობდა ჯერ ლუნდის ([[1727]]), შედეგშემდეგ უფსალის ([[1728]]-[[1734]]) უნივერსიტეტებში. [[1732|1732 წელს]] იმოგზაურა [[ლაპლანდია]]ში; იმავე წელს გამოსცა „ლაპლანდიის ფლორა“. [[1735]]-[[1738]] წლებში ცხოვრობდა [[ჰოლანდია]]ში, სადაც გამოაქვეყნა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი (ლინეს სიცოცხლეში ეს ნაშრომი 12-ჯერ გამოიცა). [[1739]]-[[1741]] წლებში მუშაობდა სტოკჰოლმის საზღვაო ჰოსპიტალში; ეწეოდა კერძო საექიმო პრაქტიკასაც. მონაწილეობა მიიღო შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში; იყო ამ აკადემიის პირველი პრეზიდენტი ([[1739]]). [[1741|1741 წელს]] დანიშნეს უფსალის უნივერსიტეტის [[მედიცინა|მედიცინისა]] და [[ბოტანიკა|ბოტანიკის]] პროფესორად.
 
[[1762|1762 წელს]] კარლ ლინე აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (იგი იყო აგრეთვე ლონდონის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების, ბერლინის, პეტერბურგისა და სხვა აკადემიების წევრი). მცენარეთა და ცხოველთა უნივერსალური კლასიფიკაციური სისტემა ლინემ გამოაქვეყნა [[1735|1735 წელს]]. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ერთეულად მას მიაჩნდა [[სახეობა]]. სახეობას ლინე უწოდებდა ისეთი ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც ეჯვარებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან. მსგავს სახეობებს იგი აერთიანებდა [[გვარი (ბიოლოგია)|გვარებად]], გვარებს — [[რიგი (ბიოლოგია)|რიგებად]], რიგებს — [[კლასი (ბიოლოგია)|კლასებად]]; სახეობის შიგნით გამოყოფდა სახესხვაობებს. გამრავლების ორგანოთა აგებულების თავისებურებების საფუძველზე ლინემ [[მცენარე]]ები 24 კლასად დააჯგუფა. [[ყვავილოვანი მცენარეები]] მტვრიანებისა და ბუტკოების რაოდენობის, ზომის, ფორმის და განლაგების მიხედვით 23 კლასად დაყო; 24-ე კლასში გააერთიანა [[გვიმრები]], [[ხავსები]], [[წყალმცენარეები]] და [[სოკოები]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_ლინე“-დან