ქაშვეთის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა რამდენიმე შინაასრობრივი და სტილისტური შეცდომა, კორექტურა.
No edit summary
ხაზი 50:
ტაძრის დასავლეთის შვერილის კედლის თავზე დაშენებული იყო ოთხ ბოძზე დაყრდნობილი პატარა სამრეკლო.
 
ქაშვეთის ტაძრის ყელის ძირსა და სახურავს შორის განთავსებული იყო გვირაბ-გალერეა, რომელშიც სინათლე ტაძრის დიდი სარკმელების ზემოთ ოთხივე მხარეს გაჭრილი პატარა სარკმელებიდან შედიოდა. ეს გალერეა, რომელიც გარს უვლიდა გუმბათის ყელის ძირს, ომიანობის დროს თავშესაფრის როლს ასრულებდა, ხოლო მშვიდობიანობის დროს საქართველოს სხვადასხასხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, უბინაოდ დარჩენილ მომლოცველებს იფარებდა. გალერეა-გვირაბის ჭერი ისეთი იყო, რომ ადამიანს თავისუფლად გაევლო, ამის გამო, ტაძრის სახურავს თითქმის არ ქონდა დაქანება, რაც კარგ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა მნახველზე.
 
გივი ამილახვარის მიერ ციხე-კოშკად აშენებულ ეკლესიას კედლებში დატანებული ჰქონდა სამალავი და სათოფურები. ასეთ ტაძრებს რაც შეიძლება მაღლა ვიწრო სარკმლებს უკეთებდნენ, რომ მტერი შიგნით ვერ შესულიყო.