მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
მცენარეებისთვის დამახასიათებელ საერთო თავისებურებას წარმოადგენს ფოროსინთეზი. სხვა ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ ზრდას, განვითარებას, ცხოვრების ნირს და სხვა, მცენრეულ სამყაროში არაერთგვაროვანია. მცენარეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური თავისებურებაა სხეულის ძლიერი დანაწევრება, რაც მათი ზედაპირის დიდ გაზრდას იწვევს. ეს დაკავშირებულია კვების თავისებურებებთან — ატმოსფეროდან აირისა და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილების შთანთქმასთან. უმაღლეს მცენარეებში ([[ხავსები]], [[გვიმრანაირები]], [[შიშველთესლოვნები]], [[ფარულთესლოვნები]]) სხეულის დანაწევრებისა და დიფერენცირების შედეგია სპეციალიზებული სტრუქტურებისა და ორგანოების ([[ფესვი]], [[ღერო]], [[ფოთოლი]] და სხვა) გამომუშავება. უმაღლესი მცენარეების განვითარების თავისებურებას შეადგენს უსქესო და სქესიანი თაობების მონაცვლეობა.
[[ფაილი:Venus_Flytrap_showing_trigger_hairs.jpg|მინი|[[ვენერას ბუზიჭერია]], [[მწერიჭამია მცენარეები|მწერიჭამია მცენარე]]]]
მცენარეების გარეგან და შინაგან აგებულებას, მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, გამრავლებას, გავრცელებას, ისტორიულ განვითარების ძირითად ეტაპებს და სხვა შეისწავლის [[ბოტანიკა|ბოტანიკის]] სხვადსხვასხვადასხვა დარგი.
 
მცენარეების ბიოლოგიური მნიშვნელობა ჩვენი პლანეტის ცოცხალი სამყაროსთვის განსაკუთრებულია. [[ცხოველები]]ს ([[ადამიანი]]ს ჩათვლით) არსებობა შეუძლებელი იქნებოდა მცენარეების გარეშე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ მზის ენერგიის ხარჯზე არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზი. ამასთანავე, მცენარეები [[ფოტოსინთეზი]]ს დროს ატმოსფეროდან ითვისებენ [[ნახშირორჟანგი|ნახშირორჟანგს]] და გამოყოფენ [[ჟანგბადი|ჟანგბადს]], რის შემწეობითაც ატმოსფერო გამუდმებით ინარჩუნებს სუნთქვისათვის ხელსაყრელ პირობებს.