მარიამ ღვთისმშობელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ღვთისმშობლის მიძინება და სასწაულები: ასიების ნაკლებობა შევავსე, ან გადავასწორე (პატარა ხარვ...
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 26:
 
== ღვთისმშობლის მიძინება და სასწაულები ==
ქრისტეს ამაღლებიდან მარიამ ღვთისმშობელმა იცოცხლა კიდევ 15 წელი წუთისოფელში. ადიდებდა თავის ძეს და ემსახურებოდა თავისი ძის ტაძარს. როდესაც აღსასრულის დრო მოახლოვდა, იოანე ღვთიმეტყველისღვთისმეტყველის სახლიდან გამოსული, სადაც ცხოვრობდა, ავიდა ელეონის მთაზე და იქ თავის ძეს სული თვისი შეავედრა. ლოცვის დროს ყველა მცენარე იხრებოდა და თაყვანს სცემდა უფლის დედას. მიძინებამდე სამი დღით ადრე მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა გარდაცვალების დღე, რომ უფალი, მისი ძე ელოდა მას ქერუბიმებთან და სერაფიმებთან ერთად. თან მისცა სამოთხის ბაღიდან ზეთისხილის რტო, რომელიც ნათელს გამოსცემდა. ღვთისმშობელმა სთხოვა მთავარანგელოზს, ეთხოვა მისი ძისთვის და უფლისთვის, რომ შეეკრიბა მოციქულები. ხილვის შემდეგ ის ტოტით ხელში დაბრუნდა სახლში იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და აუწყა ნანახი. იოანემ შეატყობინა იაკობს, უფლის ძმას, რომელიც პირველი იერარქი იყო. დედამ ღვთისამ თქვა დღე, როდესაც დატოვებდა წუთისოფელს და დაიბარა, დაეკრძალათ გეთსამანიაში, სადაც დაკრძალული იყვნენ მისი მშობლები – იოაკიმე და ანა, იოსებ დამწინდველი. მიძინების დღისთვის შეიკრიბა ყველა მოციქული, რომლებიც ანგელოზების მიერ ზეციური ღრუბლით იყვნენ მოყვანილნი. როდესაც ღვთსიმშობელმა გაიგო მოციქულების ამგვარი შეკრება, ადიდა ღმერთი.
<br />დადგა 15 აგვისტო. უცებ ტაძარი განათდა და მაცხოვარი ანგელოზებთან ერთად თავისი ღვთაებრივი ბრწყინვალებით იხილა ყველა იქ მყოფმა. ღვთისმშობელმა თავის ძეს უთხრა: "ღმერთო, მზად არის ჩემი გული. დაე, აღსრულდეს შენი სიტყვა!" და "უბიწო სული თვისი შეავედრა უფალს". უფალმა კი მისი წმინდა სული ანგელოზებთან ერთად ზეცაში აიტაცა. ანგელოზები გალობდნენ. მოციქულებმა იხილეს ეს სასწაულებრივი მსვლელობა, როდესაც ღვთისმშობლის სულის ამაღლება დასრულდა, მისი სხეული და სახე ანათებდა, როგორც მზე. ვინც კი ეხებოდა მის წმინდა გვამს, იკურნებოდა. ამის შემდეგ მოციქულებმა პეტრემ, პავლემ და იაკობმა აღიღეს მისი სხეული და წააბძანეს გეთსამანიისკენ. ხოლო იოანე წინ მიუძღოდა სამოთხის ყლორტით ხელში. გზაში მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და მრავალი სასაწაული აღესრულებოდა. როდესაც მისი სხეული სამარხში ჩააბრძანეს, იერუსალიმში მოვიდა თომა მოციქული. მწარედ ატირდა, რომ დაიგვიანა და ვერ შეძლო ღვთისმშობლის წმინდა გვამთან გამოთხოვება. დანარჩენ მოციქულებს შეეცოდა თომა და გახსნეს ღვთიმშობლის საფლავი, მაგრამ შიგ მხოლოდ შესამოსელი იხილეს, გვამი არსად იყო. მოციქულები განცვიფრდნენ. მათ ღვთისმშობლის შესამოსელი დაინაწილეს, როგორც სიწმინდე. საღამოს შეევედრნენ უფალს: გაეხსნა საიდუმლო, თუ სად წავიდა ღვთისმშობლის გვამი. დასხდნენ სატრაპეზოდ. ჩვეულებრივ ისინი პურის ნატეხს ტოვებდნენ ღვთის სახელზე და ტრაპეზის დამთავრების შემდეგ ადიდებდნენ წმინდა სამებას. მიმართავდნენ უფალს შემდეგნაირად: "უფალო იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ!" მაგრამ მაშინ ტრაპეზის შემდეგ აიღეს უფლის სახელზე დატოვებული პური, მაღლა აღმართეს, თან აზრი იმის შესახებ თუ სად არის ღვისმშობლის სხეული, არ ტოვებდა მათ. უცებ მოესმათ ანგელოზების გალობა. იხილეს ღვთისმშობელი ანგელოზებს შორის. ღვთისმშობელმა უთხრა: "გიხაროდენ, რამეთუ მე თქვენთან ვარ ამიერიდან და უკუნისამდე".გახარებულმა მოციქულებმა შეჰღაღადეს: "ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ."
<br />ღვთისმშობელმა იცოცხლა 63 წელი. მისი მიძინების დღე აღინიშნება ახალი სტილით [[28 აგვისტო]]ს.