გერმანიის კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
No edit summary
ხაზი 4:
კონფედერაციის დამფუძნებელი დოკუმენტი, [[გერმანიის ფედერალური აქტი]], ხელმოწერილი იქნა 38 წევრი სახელმწიფოს, 34 სამთავროსა და ოთხი თავისუფალი ქალაქის მიერ<ref>[http://www.verfassungen.de/de/de06-66/bundesakte15.htm 1815 წლის გერმანიის ფედერალური აქტი]</ref>; 39-ე წევრი სახელმწიფო ჰესენ-ჰომბურგი კონფედერაციას მხოლოდ [[1817]] წელს შეუერთდა. შეძენით ან მემკვიდრეობით სახელმწიფოთა გაერთიანებების შედეგად წევრთა რაოდენობა [[1863]] წლამდე 35-მდე შემცირდა. კონფედერაციას [[პრუსია|პრუსიისა]] და [[ავსტრია|ავსტრიის]] მხოლოდ ის ნაწილები ეკუთვნოდა, რომლებიც წინათ [[გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია|გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის]] შემადგენლობაშიც შედიოდა. გერმანიის კავშირის ფართობი [[1815]] წლისათვის დაახლოებით 630 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მოსახლეობა კი 29,2 მილიონს. მოსახლეობის რაოდენობა [[1865]] წლამდე 47,7 მილიონამდე გაიზარდა<ref>[http://www.retrobibliothek.de/retrobib/seite.html?id=104131 გერმანიის კავშირი], Meyers Konversations-Lexikon. მე-4 გამოცემა. ტ. 4., Bibliographisches Institut, Leipzig 1885–1892, გვ. 773.</ref>.
 
გერმანიის კავშირი [[ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი|გერმანიის ომის]] ([[1866]]) შედეგად პრაღის ზავით ოფიციალურად გამოცხადდა დაშლილად. [[1870]]<ref>[http://verfassungen.de/de/de67-18/bundesvertrag.htm ''Protokoll betreffend die Vereinbarung zwischen dem Norddeutschen Bunde, Baden und Hessen über Gründung des Deutschen Bundes und Annahme der Bundesverfassung'' vom 15. November 1870]</ref> წლიდან სამი სამხრეთგერმანული სახელმწიფოს [[ჩრდილო გერმანიის კავშირი|ჩრდილოგერმანულ კავშირთან]] მიერთების შედეგად ''გერმანიის კავშირი''<ref>[http://verfassungen.de/de/de67-18/bundesvertrag-bayern.htm ''Vertrag mit Bayern über den Beitritt zur Deutschen Verfassung'' vom 23. November 1870], ნაწილი I, ნაწილი II § 1</ref> მცირე ხნით აღდგა და არსებობდა მანამ, სანამ არ დაარსდა [[გერმანიის იმპერია]].
 
== ლიტერატურა ==