აბაზა სიავუშ-ფაშა I: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ბიოგრაფია ==
სიავუშ-ფაშას დაბადების თარიღი უცნობია. იგი დაიბადა [[აფხაზეთი]]ს ტერიტორიაზე. როგორც მონა ჩაიყვანეს [[სტამბოლი|სტამბოლში]] ასევე აფხაზური წარმოშობის მქონე [[აბაზა მეჰმედ-ფაშა]]სთან და გახდა მისი მსახური. [[1634]] წელს მეჰმედ-ფაშა სიკვდილით დასაჯეს. ბატონის სიკვდილის შემდეგ სიავუში სულთნის სასახლეში მსახურობდა. [[1638]] წელს დანიშნეს ვეზირად, ხოლო [[1639]] გახდა ოსმალეთის ფლოტის მეთაური, ანუ კაპუდან-ფაშა. [[1642]] წელს ფაშას დაავალეს [[აზოვი]]ს [[კაზაკები]]სგან გათავისუფლება, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. სულთანმა სიავუში თანამდებობიდან მოხსნა. [[1643]] წელს დანიშნეს [[ერზურუმი]]ს მმართველად, [[1646]] წელს [[ანატოლია]] ჩააბარეს, [[1647]] წელს წელს — [[დიარბაქირი]], ხოლო [[1648]] წელს [[იბრაჰიმ I (ოსმალეთის იმპერია)|იბრაჰიმ I]]-მა დანიშნა [[ბუდაპეშტი|ბუდის]] მმართველად. შემდგომში იყო [[სილისტრა|სილისტრის]] (თანამედროვე [[ბულგარეთი]]) მმართველიც.
 
[[1651]] წელს, დედაქალაქში ვაჭრების ამბოხების შემდეგ, დიდი ვეზირის პოსტიდან გაათავისუფლეს [[მელექ აჰმედ-ფაშა]] და მის მაგივრად აბაზა სიავუში დანიშნეს. თუმცა აჯანყების ჩახშობა მანაც ვერ მოახერხა და ერთი თვის შემდეგ, [[27 სექტემბერი|27 სექტემბერს]] კვლავ გაათავისუფლეს. იგი საპყრობილეში ჩააგდეს. ფაშა სიკვდილით უნდა დასჯილიყო, თუმცა მისი გადარჩენა [[ქიოსემ სულთანი|ქიოსემ სულთანმა]] მოახერხა. სულთანმა [[მეჰმედ IV]]-მ აპატია სიავუშს დანაშაული, თუმცა მას მთელი ქონება ჩამოერთვა და სახელმწიფო ხაზინას გადაეცა, თავად ფაშა კი [[მალკარა]]ში გადაასახლეს. [[1651]] წლის სექტემბერში სიავუშ-ფაშა კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფო საქმეებს, მას შემდეგ რაც სულთანმა იგი [[ბოსნია|ბოსნიის]] გამგებლად დანიშნა.