ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 45:
 
== ფაუნა ==
ტყე და მაღალმთა განსაკუთრებულად მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი და მოწყვლადი არა მხოლოდ ფლორის, არამედ ფაუნის სახეობებითაც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 დასავლეთ კავკასიის ენდემია, და 2 სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. მნიშვნელოვანი სახეობებია [[კავკასიური როჭო]] (Tetrao mlokosiewiczi), რობერტის [[მემინდვრიები|მემინდვრია]] (Chinomys roberti).
 
ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ენდემური სახეობები: კავკასიური [[სალამანდრისებრნი|სალამანდრა]] (Mertensiella caucasica), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasica), აჭარული [[ხვლიკისნაირნი|ხვლიკი]] (Darevskia mixta), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) და სხვა.
 
დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), გიგანტური მეღამურა (nyctalus lasiopterus); კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კავკასიური წავი (Lutra lutra), თეთრკუდა არწივი (Haliaeetus albicilla), სვავი (Aegypius monachus), მთის არწივი (Aquila chrysaetus fulva), ქორცქვიტა (Accipiter brevipes), ველის კაკაჩა (Buteo rufinus), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), კავკასიური როჭო და სხვ. ტყეში ასევე ბინადრობს: გარეული ღორი (Sus scrofa), შველი (Capreolus capreolus), მგელი (Canis lupus), ტყის კატა (Felis silvestris). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა.
ხაზი 54:
 
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მდინარეებში წყალმცენარეების გარდა მრავალი ჰიდრობიონატია გავრცელებული, მათგან აღსანიშნავია კალმახი (Salmio fario trutta), წვერა (Barbus barbus) და ნაფოტა (Rutilus rutilus).
 
== ტურიზმი ==
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 სალაშქრო მარკირებული ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1 დღიდან 5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა. სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე კარავში.