ცეკვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სტატია განივრცო შინაარსობრივად
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Degas - Dancers Practicing at the Bar.JPG|მინი|ცეკვა]]
 
'''ცეკვა''' — ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ [[მუსიკა|მუსიკის]] თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას ძველ დროებში რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. ცეკვის (ძვ.ფრანგ: ''danse'', წარმოშობის შესახებ საკითხი საკამათოა და იგი უმეტესწილად მუსიკის და/ან რითმიკისაგან მიღებულ ინსპირაციის გამოვლინებას წარმოადგენს. ცეკვა მოიცავს [[რიტუალს]], [[წეს-ჩვეულებებს]], [[საშემსრულებლო ხელოვნების სახეობებს]], [[სპორტი|სპორტულ სახეობას]], [[თერაპია|თერაპიის ფორმას]] და ის შესაძლოა სოციალური ინტერაქციის ფორმა იყოს ან უბრალოდ იდივიდის გრძნობათა გამოხატვის გზა.
 
Line 16 ⟶ 17:
ქართული ცეკვებიდან აღსანიშნავია: [[აჭარული]], [[განდაგანა]], [[კინტაური]], [[ლეკური]], [[ფერხული]].
 
== '''ისტორია''' ==
 
<big>'''===ძველი დრო'''</big> ===
[[ფაილი:Musicians_and_dancers_on_fresco_at_Tomb_of_Nebamun.jpg|მარჯვნივ|300x300პქ|მუსიკოსები და მოვეკვავეების ფრესკა ნებამუნის საფლავის ]]
ცეკვის უძველესი შემონახული დოკუმენტიაცია ინდურ [[კლდის მხატვრობა|კლდის მხატვრობას]] წარმოადგენს, რომელიც ძვ.წ. 5000 - 2000 წწ. შეიქმნა. [[ბჰიმბეტკა|ბჰიმბეტკას]] გამოქვაბულებიდან ერთ-ერთი ნახატი ფერხულის ცეკვის ადრეულ ჩანასახების სცენებს ასახავს. სცენები ინდუიზმის ადრეულ ფორმებს წარმოადგენს და მასში ნაჩვენებია ღმერთი [[შივა]], როგორც “ცეკვის ღმერთი”. ინდოეთში შემონახულია ძვ.წ. 400 - 200 წწ.  დაწერილი “ნატიაშასტრა”, “ცეკვის წმინდა მეცნიერება” - უმნიშველოვანესი ტრაქტატი შექმნილი ცეკვის თემაზე.
Line 26 ⟶ 27:
[[ძველი საბერძნეთი|ძველმა ბერძნებმა]] სისტემაში მოიყვანეს ღვთაებებისადმი მიძღვნილი ცეკვები და მათთან დაკავშირებული გრძნობათა გამოხატვის ხერხებიც. ამის მნიშვნელოვანი მაგალითს წარმოადგენს ჰომეროსის მიერ [[ილიადა|ილიადაში]] გადმოცემული ცეკვის ხორეიას (ბერძ. ἡ χορεία ''hē choreía '' “ცეკვა, გუნდური ცეკვა, [[ფერხული]]”) ძვ.წ.  8 - 6 საუკუნეების [[ექსტაზი|ექსტატური]] ცეკვების აღწერა, რომლებიც [[დიონისიები|დიონისიების]] ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდნენ და რომელთაგანაც შემდგომში [[დრამა]] და [[კომედია]] წარმოიშვა. ამ თეატრალურ ფორმებში ხშირად [[გუნდი (მუსიკა)|ქორო]] ანუ [[გუნდი (მუსიკა)|გუნდი]] იღებდა მონაწილეობას, რომლის მოძრაობების ე.წ. “[[ქორეოგრაფია|ქორეოგრაფიის]]”  მონიშვნა პიესებში ხდებოდა; სწორედ აქედან განვითარდა [[ქორეოგრაფია]]<nowiki/>იის თანამედროვე ცნება.
 
<big>'''===შუა საუკუნეები'''</big> ===
[[ფაილი:40-svaghi,suono_e_ballo,Taccuino_Sanitatis,_Casanatense_4182.jpg|ალტ= Tacuina sanitatis (XIV century) 0-svaghi,suono e ballo,Taccuino Sanitatis, Casanatense 4182|მარჯვნივ|324x324პქ|შუა საუკუნეების ცეკვის ამსახველი სცენა ]]
 
ცეკვა [[შუა საუკუნეები]]<nowiki/>ს ევროპაში ტრადიციულ ხალხურ ფორმებზე დაყრდნობით იქმნებოდა და ამდენადვე ის ნაყოფიერების სარიტუალო ელემენტებითაც იყო დატვირთული (მაგ: მაისის ხის სარიტუალო ცეკვა). აგრეთვე ფართოდ გავრცელებული გახლდათ მებრძოლთა და დემონთა თემატიკაზე შესრულებული რიტუალები. ცეკვა ეკლესიებში იმართებოდა და მას რელიგიური ცერემონიალის საზეიმოდ მუსიკა ახლდა თან. ცეკვა მალე სეკულარიზირებული და განვითარებული იქნა სოციალური და თეატრალური ხასიათით, რომელსაც მოხეტიალე [[კომედიანტები]] ასრულებდნენ. 11-ე და 12-ე საუკუნეებში წმ. ვიტუსისა თუ წმ. იოანეს ცეკვამ, ექსტატური მასიური ცეკვის ფორმა წარმოშვა;  მგზნებარე ნახტომიანი ცეკვა, რომლის პროტაგონისტები ძალ-ღონის გამოლევამდე ცეკვადნენ და მღეროდნენ. 12-ე საუკუნისათვის უკვე ჩნდება წყვილის დახვეწილი ცეკვა, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპანიმენტისა და მაყურებელთა მიერ ნამღერის ფონზე სრულდებოდა. [[ბაზელის საეკლესიო კრება]]<nowiki/>ის მიერ 1445 წელს აკრძალული წინარე ქრისტიანული ზამთრის [[სატურნალია]] ან “მასხარების დღეობა” (ლათ. ''festum fatuorum, festum stultorum)'' და სხვა მსგავსი ტიპის დღესასწაულები ქალებსა და კაცებს საშუალებას აძლევდნენ ეცეკვათ ხტომებით, ხელთ სჭეროდათ ზარები და ათასგვარი ზანზალაკები და ხანაც ეტარებინათ ნიღბები. ხელიხელ ჩაკიდებული მოცეკვავეები ცეკვავდნენ წრიულად, საათის ისრის მიმართულებით შედგენილი ნიმუშების გათვალიწინებით, ხშირად ცენტრალური პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცეკვაში მაგ: ხელნაკეთი ვირის ფიგურით იყო მოხმობილი. გვიანდელ 15-ე საუკუნეში კი ’შვიდი სათნოებისა და შვიდი ცოდვის’ ცეკვას მღვდლები და მათი მგალობლები ასრულებდნენ, როგორც ერთ-ერთ ნაწილს კორპუს ქრისტის დღესასწაულისას <nowiki>[[მადრიდიIმადრიდში]]</nowiki>, რომლისგანაც შემდგომში ალეგორიული ხასიათის საცეკვაო დრამებს ჩაეყარა საფუძველი.
 
'''<big>===რენესანსის ხანა</big>'''===
[[ფაილი:Robert_Dudley_Elizabeth_Dancing.jpg|მინი|300x300პქ|რობერტ დადლი, მოცეკვავე ელისაბედი ]]
 
განპირობებული ცეკვის ეფემერული ბუნებით 1400-იანი წლებიდან ვერ შემოინახა საგულისხმოდ მრავალი ინდივიდუალური ნამუშევარი, მაგრამ ამ დროისათვის მაინც არსებობდნენ ცეკვის ოსტატები და მათ შორის გახლდათ [[დომენიკო და პიაჩენცა]] (იგვ. და ფერარა, ფლო. დაახ. 1420-60), რომლებიც იტალიური სამეფოების კარზე მსახურობდნენ. [[რენესანსი|რენესანსის ხანაში]] მიუხედავად იმისა, რომ სრულდებოდა ცეკვები და განსაკუთრებით გლეხების მიერ ორგანიზირებულ, წელიწადის დროებთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს, მაინც მწირი ინფორმაცია მოიპოვება ამდროინდელ წყაროებში. ადრეულ 15-ე საუკუნეში შეიმჩნევა აშკარა ცვილილება. დაიწყო ხალხური (ისინი მეტწილად [[პრექრისტიანული|პრექრისტიანულ]] საცეკვაო ფორმებს ეყრდნობოდნენ და უმთავრესად ღია ცის ქვეშ იმართებოდნენ) და დიდებულთა ცეკვების ერთმანეთისაგან გამოყოფა. ცვლილება შეიმჩნეოდა აგრეთვე [[სოციალური ცეკვები]]<nowiki/>ს წყველების მიერ შესრულებაშიც, რომლებიც [[ევროპა|ევროპული]] სამეფოების კარზე დროსტარებისა და გართობის მიზნით ხდებოდა. სამეფო კარის პროფესიონალი მოცეკვავის გამოსვლა და პირველი ცეკვის სახელმძღვანელოების გამოჩენა ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცეკვა იმ დროს უკვე არისტოკრატიის ცხოვრების სტილის ნაწილად იყო ქცეული. იმ დროის კარის პოეტმა [[ანტონიო კორნაცანო]]<nowiki/>მ (1429 - 1484) მრავალრიცხოვანი ნამუშევრების ჩათვლით დაწერა “Libro sull’arte del danzara” ((დაახლ. 1455 წ.). ამ დროისათვის მეტად იყო გავრცელებული ცეკვა [[ცეკვა პავანა|პავანა]] (ფარშევანგების ცეკვა). რენესანსის ეპოქის განმავლობაში უმთავრესად საპროცესიო ცეკვას ეკავა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ღირსეული საცერემონიო მოძრაობებით გამოირჩეოდა და რომელთა შესერულება ქალბატონებსაც კი შეეძლოთ მიუხედავად მათი არაკომფორტული კაბებისა. მხიარულებამ და მისწრაფებამ თავისუფალი წეს-ჩვეულებებისადმი განაპირობა “danse haute”-ის (მაღალი ცეკვა) შემოღება, რომელიც “danse basse”-თან შედარებით უფრო სწრაფი მოძრაობებისაგან, შეხტომებისაგან შედგებოდა და ფიზიკურ მოქნილობას მოითხოვდა. ამ სახის პირველი ცეკვა გახლდათ იტალიური [[გალიარდა]], რომლიც უმეტესწილად პარტნიორებს შორის ხელის შეხების გარეშე შერეული ნაბიჯებითა და შეხტომებით სრულდებოდა. გალიარდა, როგორც წესი, პავანას მოჰყვებოდა ხოლმე.16-ე საუკუნეში არისტოკრატიის მხიარული ხასიათის ცეკვები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ფენის ძირებს შეიცავდა, რომლებიც სტილისტურად სახეცვლილი ფორმით იქნა გადმოღებული. 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში ცეკვები კი უფრო მეტად  დაიხვეწა, გამთლიანდა და ამავდროულად მეტი სენსაციურობაც შეიძინა. [[ევროპა|ევროპ]]<nowiki/>ულ სამეფო კარებზე ცეკვის სკოლების მიერ დიდგვაროვანთა სწავლება ხორციელდებოდა იმგვარად, რომ  იმ დროის პოპულარული ცეკვების ერთი ქვეყნიდან მეორეში გავრცელება შესაძლებელი ყოფილიყო. ნიჭიერი და დახელოვნებული იმპრესარიოები საუცხოო წარმოდგენებს უწევდნენ ორგანიზირებას, რომლის დროსაც ცეკვებს, [[გალობა]]<nowiki/>ს, [[რეჩიტატივი|რეჩიტატივს]] და [[პანტომიმა|პანტომიმას]] მდიდრულად მორთული გარემოში ეთმობოდა ადგილი. ესენი გახლდათ [[იტალია|იტალიური]] “balli”, [[საფრანგეთი|ფრანგული]] “Ballet de cour” და [[ინგლისი|ინგლისური]] “masques”, რომელთა დაგეგმვასა და დადგმაში თავად სამეფო ოჯახი იღებდა მონაწილეობას. გვიანდელი რენესანსის ცეკვის საუკეთესო წყაროდ [[თუანო არბოს]] “ორქესოგრაფიაა” (1588) მიჩნეული.
 
'''<big>===ტრადიციული აფრიკული ცეკვა</big>''' ===
[[ფაილი:Akwa_Ibom_Dancers.jpg|მინი|300x300პქ|აკვა იბომის მოცეკვავეები]]
 
მრავალ [[აფრიკა|აფრიკულ]] საზოგადოებებში ცეკვა [[რიტუალი|რიტუალ]]<nowiki/>ებისა და [[ცერემონია|ცერემონი]]<nowiki/>ების განუყოფელი ნაწილია, რომლის არსებობაც მრავალ საუკუნეს ითვლის. ცეკვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ადამიანებისათვის თავიანთ ღმერთებთან სულიერი კავშირის დასამყარებლად, ომისათვის მოსამზადებლად თუ ჩვილის დაბადების ზეიმის, ქორწინებისა და სიკვდილის აღსანიშნავად. მსგავსი სარიტუალო ცეკვები უმთავრესად მკაცრი წესებით იმართება და ამა თუ იმ ტომისათვის დამახასიათებელი სპეციფიურობით ხასიათდება: [[ბანტუს ხალხი|ბანტუს]] ხალხებს შორის მეტად გავრცელებული მისალმების სიტყვიერი ფორმა გახლავთ “რას ცეკვავ (შენ)?”. აქედან გამომდინარე, ადამიანის სოციალური წეს-ჩვეულებანი, რელიგია თუ ტომის მიერ განსაზღვრული იდენტურობა განსაზღრავს მისი ცეკვის ხასიათს. [[აფრიკული მუსიკა]] და ცეკვა მიუხედავად კულტურათა მრავალფეროვნებისა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში მაინც საერთოა. ტრადიციული [[აფრიკული ცეკვა]] [[თემი (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული)|სათემო]] საქმეა და ძირითადად ჯგუფურ საქმიანობას წამოადგენს. ის ასევე ცხოვრების მრავალ ასპექტსაც აერთანებს მაგ: მრავალფეროვანი მითითებები შრომის, [[თევზაობა|თევზაობის]] თუ საომარი მოქმედებების შესახებ. ის ასევე სოციალური, პლიტიკური და [[რელიგიური დღესასწაულები]]<nowiki/>ს მნიშვნელოვანი ნაწილია. დასვლური [[ბალეტი|ბალეტის]] სწორი ხაზებისა და ვერტიკალური პოზიციის საპირისპიროდ, ბევრი აფრიკული ცეკვა ფეხის დაკვრითი მონაცვლეობით, მუხლში მოხვრით, სხეულის კიდურებისა და ტანის ტალღისებური მოძრაობებით ხასიათდება. დროთა განმავლობაში არაერთი აფრიკული [[საზოგადოება]] გადაშენების პირას არის და მასთან ერთად მისი ცეკვებიც. მსოფლიოში დღემდე მოღწეულ აფრიკულ ცეკვებს მაყურებელს უმეტესწილად პროფესიონალური ცეკვის კომპანიები წარმოუდგენენ.
 
'''<big>===ცეკვა და მუსიკა</big>'''===
 
ცეკვა და [[მუსიკა]] ერთმანეთთან მჭირდოდ არიან დაკავშირებულნი. ზოგ კულტურებში კი მაგ: [[აფრიკული ცეკვა|აფრიკულ ცეკვაში]] განსაკუთრებით მჭიროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ხელოვნების ეს ორი ფორმა. ეს თვალნათელი ხდება მაშინ, როცა მუსიკა და ცეკვა რიტუალურ მნიშვნელობას იძენენ, რომელთა შესრულების დროსაც ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი და ცეკვის ილეთი ღმერთებს სიმბოლურად განასახიერებენ. დროთა განმავლობაში ცეკვა და მუსიკა ინდივიდუალურად განვითარდა, მაგრამ მათ მუდმივ არსებით საზიარო ელემენტად მაინც რითმი რჩება. ცეკვისა და მუზიცირების პრაქტიკაში აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული ისეთი შერეული ფორმები, რომლის კარგ მაგალითსაც ვხვდებით [[ფლამენკო|ფლამენკოში]], შუპლატერში ანდაც [[სტეპის ცეკვა|სტეპის]] ცეკვისას. ამრიგად ყოველი თანამედროვე საზოგადოებრივი ცეკვა მთავარი რითმის გათვალისწინებით იქმნება, რომელ- საც მუსიკა მთლიანი ნაწარმოების განმავლობაში ინარჩუნებს.
 
<big>'''==ლიტერატურა''':</big>==
* ''International encyclopedia of dance'', Oxford University Press, New York 1998, ISBN 0-19-509462-X.
* ''Oxfort Illustrated Encyclopedia of the Arts'', Oxford University Press, New York 1990, ISBN 0-19-869137-8
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცეკვა“-დან