მიქელანჯელო ბუონაროტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 85.117.63.18 ცვლილებების გაუქმება (№3244372)
ხაზი 1:
[[ფაილი:Miguel Ángel, por Daniele da Volterra (detalle).jpg|thumb|230px|მიქელანჯელო ბუონაროტი]]
'''მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი''' ([[6 მარტი]], [[1475]], [[კაპრეზე]] — გ. [[18 თებერვალი]], [[1564]]), ცნობილი როგორც '''მიქელანჯელო''' — [[იტალიური რენესანსი]]ს პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე [[ფლორენცია|ფლორენციელ]] [[და ვინჩი, ლეონარდო|ლეონარდო და ვინჩისთან]] ერთად.
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Michelangelos David.jpg|მინი|[[დავითი (მიქელანჯელო)|დავითზე]] მუშაობა მიქელანჯელომ [[1504]] წელს დაასრულა]]
მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ [[კაპრეზი|კაპრეზში]] (ახლანდელი პროვინცია არეცო), [[ფლორენცია|ფლორენციის]] მახლობლად. დედამისი იყო ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერა. მას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო.
 
მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო [[გირლანდაიო, დომენიკო|დომენიკო გირლანდაიოს]] სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში, ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, [[მედიჩი, ლორენცო|ლორენცო მედიჩის]] ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, „კენტავრების ბრძოლა“ და „მადონა კიბესთან". როცა 1492 წელს მეგობარმა პოეტმა ანჯელო პოლიციანომ შეაგულიანა ბარელიეფის პირველი ესკიზი გაეკეთებინა, ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ XII წიგნით შთაგონებულმა მიქელანჯელომ მარმარილოში გამოკვეთა „[[კენტავრების ბრძოლა]]“. ნაწარმოების შექმნიდან სულ ცოტა ხანში მიქელანჯელომ გამოკვეთა „[[მადონა კიბეზე]]“, რომელშიც [[დონატელო]]სა და ტრადიციული წმინდა ხელოვნების სტილისტური ხერხები გამოიყენა.
 
[[მედიჩი, ლორენცო|ლორენცოს]] გარდაცვალების შემდეგ, [[ფლორენცია|ფლორენციის]] ახალმა მმართველმა, [[მედიჩი, პიერო|პიერო მედიჩიმ]] უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. [[1492]] წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი [[ბოლონია]]ში. ბოლონიაში მიქელანჯელომ [[სან-დომენიკო მაჯორე]]ს ეკლესიისთვის გამოკვეთა „[[მუხლმოყრილი ანგელოზი]]“, ანტიკური სულის ნამუშევარი.
20 წლის მიქელანჯელო მიიღო [[ალდოვრანდი]]ს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო [[სავონაროლა]]ში დაბრუნდა.
 
მიქელანჯელო [[რომი|რომში]] [[1496]] წლის 25 ივნისს 21 წლის ასაკში ჩავიდა.<ref name="Tolnay2628">J. de Tolnay, ''The Youth of Michelangelo'', 26–28</ref> იმავე წლის 4 ივლისს, კარდინალ [[რაფაელ რიარიო]]ს დავალებით მან მუშაობა [[ბახუსი (მიქელანჯელო)|ბახუსის]] ქანდაკებაზე დაიწყო, თუმცა კარდინალს მისი ნამუშევარი არ მოეწონა და ქანდაკებამ ადგილი ბანკირი ჯაკოპო გალის ბაღში დაიდო. რომში კარდინალმა ბილჰერეს დე ლაგრაულასმა, სან-დიონისოს აბატმა და საფრანგეთის მეფე კარლოს VIII-ს ელჩმა პაპ ალექსანდრე VI-ს კარზე, მიქელანჯელოს ქანდაკება შეუკვეთა. 1499 წელს მიქელანჯელომ დაასრულა „პიეტა“. 1501 წელს ფლორენციაში დაბრუნებულმა სენიორიის მოედნისთვის ზომების გამო „გიგანტად“ წოდებული „დავითის“ გამოკვეთა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერით ხეზე დახატა „ტონდო დონი“, რომელიც წარმოგვიდგენს წმინდა ოჯახსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს.
 
პაპმა იულიუს II-მ, რომელმაც თავისი პაპობა ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და იტალიაში საეპისკოპოსო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოებას შეალია, მიქელანჯელო ვატიკანის ბაზილიკაში დიდებული აკლდამის შესაქმნელად დაიბარა.
 
იულიუს II-ს მიქელანჯელოს 40-ქანდაკებიანი პროექტი ისე მოეწონა, რომ იგი მაშინვე გაგზავნა კარარის სამტეხლოში. რვა თვის განმავლობაში ხელოვანი არჩევდა და ჭრიდა მარმარილოს ლოდებს. თუმცა პაპის ეს გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ჩანს, პაპის არქიტექტორმა დონატო ბრამანტემ და მისმა მეგობარმა რაფაელმა იულიუს II დაარწმუნეს, რომ არ ღირდა აკლდამა სიცოცხლეშივე აეგო და უზარმაზარი ბაზილიკის პროექტი წარუდგინეს, რომელიც ქრისტეს ეკლესიის ძლევამოსილებისა და დიდების მსოფლიო სიმბოლო იქნებოდა. მართლაც, რომის პაპმა თვის სახელის უკვდავსაყოფად არა აკლდამის აშენება, არამედ მონუმენტური ტაძრის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. მიქელანჯელო სამუშაოს გასაგრძელებლად საჭირო თანხისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
 
იულიუს II-მ, რომელმაც 1506 წელს ბოლონია დაიკავა, ბრინჯაოს ქანდაკება შეუკვეთა. რამდენიმე წლის შემდეგ ქანდაკება გაანადგურეს. თითქმის იმავდროულად იულიუს II-მ მიქელანჯელოს შესთავაზა მოეხატა სიქსტეს კაპელის თაღი, რომელიც ადრექრისტიანული ტაძრების დარად ცისფრად შეღებილი და ოქროსფერი ვარსკვლავებით მოჭედილი იყო. მიქელანჯელო ჯერ უარზე იდგა, რადგან მხატვრობა ქანდაკებასთან შედარებით წვრილმან საქმედ მიაჩნდა. 1508-1512 წლებში მიქელანჯელო რამდენიმე ესკიზითა და რამდენიმე ფლორენციელი მუშის დახმარებით შრომას შეუდგა. მალე მუშების უმრავლესობა დაითხოვა და სიქსტეს კაპელაში გამოიკეტა და შიგ არავის უშვებდა და მარტო მუშაობდა.
 
მიქელანჯელომ 1524 და 1531 წლებში შექმნა „ჰერცოგების აკლდამები“, მაგრამ პროექტი არ დასრულებულა
 
რომში მიქელანჯელო [[სანტა-მარია-დი-ლორეტო (რომი)|სანტა-მარია-დი-ლორეტოს]] ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა. მიქელანჯელოს სახლი [[1874]] წელს დაანგრიეს, ხოლო შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები [[1930]] წელს განადგურდა. მისი სახლის რეკონსტრუქცია დღისთვის [[იანიკული]]ს ბორცვზე მდებარეობს.
 
1546 წელს მიქელანჯელო [[ვატიკანი|ვატიკანში]] დაინიშნა [[წმინდა პეტრეს ბაზილიკა|წმინდა პეტრეს ბაზილიკის]] არქიტექტორად. 1542 წელს პავლეს კაპელისთვის მუშაობა დაიწყო „სავლეს მოქცევაზე“, რასაც მოჰყვა „წმინდა პეტრეს ჯვარცმა“, რომელიც 1550 წელს დაასრულა. წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასრულებამდე, [[1564]] წელს მიქელანჯელო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სურვილის მიხედვით ის რომიდან [[ფლორენცია]]ში გადაასვენეს და დაკრძალეს [[სანტა კროჩეს ბაზილიკა]]ში.
 
== მიქელანჯელოს პორტრეტები ==
<gallery>
File:Pietà bandini 09.JPG|''[[გარდამოხსნა (მიქელანჯელო)|გარდამოხსნა]]'', მიქელანჯლოს ნამუშევარი 1547-1553 წლებში