ეიფელის კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.193.89-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
[[ფაილი:Tour eiffel at sunrise from the trocadero.jpg|მინი|ეიფელის კოშკი გარიჟრაჟზე]]
[[ფაილი:Eiffel.tower.cdmars.arp.jpg|მინი|ხედი კოშკიდან [[მარსის ველი (პარიზი)|მარსის ველზე]]]]
[[ფაილი:Tour Eiffel - 20150801 15h30 (10621).jpg|მინიატიურა]]
'''ეიფელის კოშკი''' ({{Lang-fr|Tour Eiffel}}) — ლითონის კონსტრუქცია [[მარსის ველი (პარიზი)|მარსის ველზე]], [[სენა (მდინარე)|სენასთან]], [[პარიზი|პარიზში]]. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და [[საფრანგეთი]]ს ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ [[გიუსტავ ეიფელი]]ს პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. [[ფაილი:Tour eiffel at sunrise from the trocadero.jpg|მინი|ეიფელის კოშკი გარიჟრაჟზე]]
 
== სტატისტიკა ==
 
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, [[1889]] წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან [[1930]] წლამდე შეინარჩუნა, როცა [[ნიუ-იორკი]]ს [[კრაისლერ ბილდინგი]]ს (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ''ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის'' (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა [[ტურ მონპარნასი]], პარიზის [[მონპარნასი]]ს უბანში (209 მ).
 
კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში [[1889]] წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; [[1980]] წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.
 
ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზეს მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.
 
კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.
 
== ისტორია ==
 
[[ფაილი:Tour Eiffel, July 1888.jpg|მინი|230პქ|მარცხნივ|მშენებარე კოშკი 1888 წლის ივლისში]]
სტრუქტურა შენდებოდა [[1887]]-[[1989]] წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა [[1889]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]], ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.
 
შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.
 
თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურული ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.
 
[[ჰოლივუდი]]ს ერთი ყველაზე დიდი კლიშეა - პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.
 
თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრანგეთში]]
* [[მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons|Tour Eiffel| ეიფელის კოშკი}}
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|600}}
* [http://www.tour-eiffel.fr/ ეიფელის კოშკის ოფიციალური საიტი]
* [http://davinci-code.info/eiffel-tower-1 კოშკის ფოტო გალერეა]
* [http://www.photoglobe.info/spc_eiffel_tower.html ეიფელის კოშკი კოსმოსიდან]
 
<references />
{{პარიზის ღირსშესანიშნაობები}}
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრანგეთში}}
 
[[კატეგორია:კოშკები]]
[[კატეგორია:პარიზის არქიტექტურა]]
[[კატეგორია:მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები]]
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრანგეთში]]
ჩემი ყლეეეე
 
<!-- interwiki -->
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეიფელის_კოშკი“-დან