მეჰელის ცხვირნალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
| ncbi =
}}
'''მეჰელის ცხვირნალა''' ({{lang-la|Rhinolophus mehelyi}}) — [[ხელფრთიანები]]ს სახეობა, [[ცხვირნალისებრნი|ცხვირნალისებრთა]] ოჯახისა. გავრცელებულია [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპაში]] და [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]]. დამახასიათებელია საშუალო ზომა, ფერმკრთალი ტუჩები და მონაცისფრო-მოყავისფრო ყურები. ბეწვი შედარებით ხშირია, მონაცისფრო-მოთეთრო ფერისაა.
 
მუცლის ბეწვი თითქმის მთლინად თეთრია, ხოლო ზურგისა — მონაცისფრო-მოყავისფრო. მკვეთრად არის გამოყოფილი ზურგისა და მუცლის მხარეები. სხეულის სიგრძე 5,5-6,4 სმ, წონა 10-18 გრ. ფრთების შლილი 33-34 სმ. [[გამოქვაბული|გამოქვაბულების]] ბინადარია, უპირატესობას ანიჭებს [[კირქვა|კირქვიან]] ადგილებს, იქ სადაც [[წყალი]]ა. მეჰელის ცხვირნალა როგორც ცნობილია, ბუდობს სხვა ნალცხვირა ღამურებთან ერთად. თავისუფლად არის ჩამოკიდებული [[მღვიმე|მღვიმეების]] ჭერზე. სანადიროდ გამოდის მობინდებისას, მსხვერპლს იჭერს დაბლა მიწაზე, აგრეთვე ბუჩქებსა და ხეებზე.