სისხლი: განსხვავება გადახედვებს შორის

6 ბაიტი დაემატა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎შემადგენლობა: ინფორმაცია გახდა უფრო სწორი)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
==შემადგენლობა==
სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის [[პლაზმა|პლაზმისგან]] და სისხლის უჯრედებისგან, რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს უწოდებენ. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები ანუ [[ერითროციტები]], თეთრი უჯრედები, ანუ [[ლეიკოციტები]] და სისხლის ფირფიტები, ანუ [[თრომბოციტები]]. პლაზმა სისხლის 5550-60%ს შეადგენს, 4540-50% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს [[ნახშირწყლები|ნახშირწყალს]] – [[გლუკოზა]]ს. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე (ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები).