მაქსველის განტოლებები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ფარდობითობის სპეციალური თეორია: clean up, replaced: ერთის მხრივ → ერთი მხრივ using AWB
No edit summary
ხაზი 1:
'''მაქსველის განტოლებები''' არის ოთხი კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებისგან შემდგარი სისტემა, რომელიც აკავშირებს [[ელექტრული ველი|ელექტრულ]] და [[მაგნიტური ველი|მაგნიტურ]] ველებს მათ წყაროებთან: [[მუხტის სიმკვრივე]]სთან და [[დენის სიმკვრივე]]სთან. ამ განტოლებებიდან შესაძლებელია იმის ჩვენება, რომ [[სინათლე]] არის [[ელექტრომაგნიტური ტალღა]]. ცალ-ცალკე ამ ოთხ განტოლებას ეწოდება [[გაუსის კანონი]], [[გაუსის კანონი მაგნეტიზმისთვის]], [[ფარადეის ინდუქციის კანონი]] და [[ამპერის კანონი]] მაქსველის კორექტირებით. განტოლებათა სისტემას სახელი ეწოდა ბრიტანელი ფიზიკოსის [[ჯეიმზ კლარკ მაქსველი]]ს პატივსაცემად.
 
მაქსველის განტოლებათა სისტემაში შემავალი ოთხი განტოლება, [[ლორენცის ძალა]]სთან ერთად შეადგენენ კლასიკური [[ელექტროდინამიკა|ელექტროდინამიკის]] კანონების სრულ სისტემას. აღსანიშნავია, რომ [[ლორენცის ძალა|ლორენცის ძალის]] გამოსახულება ასევე [[ჯეიმზ კლარკ მაქსველი|მაქსველის]] მიერ იქნა მიღებული ''ელექტრომამოძრავებელი ძალის განტოლების'' სახელწოდებით.