როჟერ სალერნოელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
}}
'''როჯერ სალერნოელი''' ({{lang-it|Ruggero del Principato}}; {{lang-fr|Roger de Salerne}}), ასევე ცნობილია, როგორც '''როჯერ ანტიოქელი''' ან '''როჯერ დე პრინციპატო''' — [[ანტიოქიის სამთავრო|ანტიოქიის]] რეგენტი [[1112]]-[[1119]] წლებში. იგი იყო [[რიჩარდ სალერნოელი]]ს ვაჟი. [[ტანკრედ გალილეელი]] იყო მისი ახლო ნათესავი და ისინი ორივენი მეთაურობდნენ [[პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა|პირველი ჯვაროსნულ ლაშქრობას]]. როჯერი ანტიოქიის რეგენტი ტანკრედის გარდაცვალების შემდეგ გახდა, როდესაც კანონიერი მემკვიდრე [[ბოემონდ II]] ჯერ ბავშვი იყო.<ref>Steven Runciman, ''A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100–1187'' (Cambridge: University Press, 1952), p. 125</ref> ტანკრედის მსგავსად როჯერიც მუდმივ ომებში იყო მუსლიმ მეზობლებთან, როგორიც იყო [[ალეპო]]. [[1114]] წლის მიწისძვრამ გაანადგურა სამთავროში არსებული ბევრი საფორტიფიკაციო ნაგებობა, მაგრამ როჯერმა ისინი ძირეულად აღადგინა, განსაკუთრებით კი საზღვრებთან.<ref>Runciman, ''Kingdom of Jerusalem'', p. 130</ref>
 
როჯერმა [[ბარსუქ ბინ ბარსუქი]] დაამარცხა [[სარმინის ბრძოლა]]ში [[1115]] წელს. [[1118]] წელს [[ჟოსლინ I (ედესა)|ჟოსლინ I]] და როჯერი ალეპოსთვის დიდ საფრთხედ იქცნენ, ამიტომაც ქალაქმა კავშირი დაამყარა ართუქიდებთან.<ref>Runciman, ''Kingdom of Jerusalem'', p. 147</ref> [[1119]] წელს [[ილ-ღაზი]] შეიჭრა ანტიოქიის სამთავროში. პატრიარქის რჩევით როჯერი არ დაელოდა [[იერუსალიმის სამეფო|იერუსალიმიდან]] და [[ტრიპოლის საგრაფო|ტრიპოლიდან]] მომავალ დამხმარე ჯარებს.<ref>Runciman, ''Kingdom of Jerusalem'', p. 148</ref> იგი შეებრძოლა მუსლიმებს [[სარმადის ბრძოლა]]ში და დამარცხდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა არმიის უდიდესი ნაწილი და თვითონ როჯერიც. ილ-ღაზის არმიამ დაიწყო სამთავროს აწიოკება და ძარცვა. ანტიოქიის რეგენტი [[ბალდუინ II იერუსალიმელი|ბალდუინ II]] გახდა.
 
==ლიტერატურა==