ფარნა-ბექა ჩილაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[2004]] წელს გამოიცა ფარნა-ბექა ჩილაშვილის პოეტური კრებული „აპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებული „დამტოვე შორს“ და კრებული „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი. [[2006]] წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა ფარნას რჩეული მოთხრობების კრებული „სასაზღვრო ფიქრები“. ეს წიგნი მან გამოსცა ჭილაძის გვარით. ლია ჩლაიძემ 2006 წელს აღნიშნული წიგნის შესავალში საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიუძღვნა ავტორს. ფარნა-ბექა ჩილაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორისაა, „ქართველების ისტორია“ ([[1993]]). იგი პოპულარული ფორმით ინფორმაციას აწვდის თურქულენოვან მკითხველს საქართველოს შესახებ. წიგნის იმ თავში, რომელსაც “თურქეთის ქართველები” ჰქვია, გამოყენებულია ქართველების თურქეთში მოხვედრის ისტორია. ფარნა-ბექა ჩილაშვილი პირველია თურქეთის მეისტორიეთაგან, ვინც იქაურ ქართველებს სიმართლე უთხრა თავიანთი ვინაობის შესახებ.
 
2007 წელს [[სტამბოლი|სტამბოლში]] გამოიცა მისი მოთხრობების ახალი კრებული „უჩინმაჩინი“. განსაკუთრებით საყურადღებოა ფარნა-ბექა ჩილაშვილის ბოლო პერიოდში ქართულად დაწერილი ლექსები. [[2012]] წელს [[თბილისი|თბილისში]] გამოიცა მისი მოთხრობების კრებული „[[სანამ თოვს]]“, 2014 წელს — პუბლიცისტური წერილების კრებული „[[ერთი წვეთი ლიმონი]]“, 2016 წელს — საბავშვო წიგნი „ნამცეცა„[[ნამცეცა]]".
 
==ბიბლიოგრაფია==
* „[[სანამ თოვს]]“ (2012)
* „[[ერთი წვეთი ლიმონი]]“ (2014)
* „ნამცეცა„[[ნამცეცა]]" (2016)
 
== რესურსები ინტერნეტში ==
144

რედაქტირება