ვერსალის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 31.146.202.75 ცვლილებების გაუქმება (№3213837)
→‎ისტორია: lui XIV gardaicvala da mere sheperxda gasheneba . Lui VII ki ara
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 26:
ვერსალი საფრანგეთის ჩრდილოეთით, [[ილ დე ფრანსი|ილ დე ფრანსის]] რეგიონში, [[პარიზი|პარიზიდან]] დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. გარეუბანი და მიმდებარე მამული ისტორიულ წყაროებში პირველად 1038 წელს, წმინდა პეტრეს [[სააბატოს]] [[სიგელი|სიგელში]] მოიხსენიება. XI საუკუნის დასასრულს ვერსალი სოფლის ტიპის დასახლება იყო რამდენიმე საცხოვრებლითა და წმინდა ჟულიენის ეკლესიით. ეს ადგილი XIII საუკუნის ბოლომდე აყვავებული იყო, [[ასწლიანი ომი|ასწლიანი ომის]] შემდეგ კი აქ მხოლოდ რამდენიმე შეძლებული ოჯახი ცხოვრობდა.
 
XVI საუკუნის მიწურულს ვერსალის მიდამოები გონდის გვარის სამფლობელო გახდა, თუმცა მიწა მათ მხოლოდ რამდენიმე წელიწადს ეკუთვნოდათ. ერთ დღესაც მამულს მოულოდნელად, დოფინი (ანუ საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე) [[ლუდოვიკო XIII (საფრანგეთი)|ლუი XIII]] ესტუმრა. მომავალ გვირგვინოსანს თვალი მოსჭრა ვერსალის ველურმა ბუნებამ, განსაკუთრებით კი თვალუწვდენელმა ველებმა. მან უმალვე შეისყიდა მიწის ნაკვეთი და 1622 წელს აგურისა და ხისაგან მცირე ზომის სანადირო კოტეჯი ააგო. გამეფების შემდეგ იგი ვერსალის ლორდად გამოცხადდა და უფრო აქტიურად განაგრძო თავშესაქცევი სამფლობელოს გაფართოება, თუმცა კომპლექსმა დასრულებული სახე მხოლოდ [[ლუდოვიკო XIV|ლუი XIV-ის]] მმართველობისას მიიღო.ლუი XIIIXIV
1643 წელს გარდაიცვალა და ქალაქის გაშენება დროებით შეფერხდა.
 
მეორე სამშენებლო კამპანია, პირველთან შედარებით მასშტაბური, მეფე-მზის ტახტზე ასვლიდან მცირე ხანში განახლდა. ლუი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა ქალაქისადმი, პირადად ესწრებოდა სამუშაოებს და წვრილმან დეტალებსაც კი კრიტიკულად განიხილავდა. ხელისუფლების განსამტკიცებლად, ასევე დიდებულთა რეგიონული ამბოხების თავიდან ასაცილებლად, ის სამეფო რეზიდენციის დედაქალაქიდან გადმოტანას აპირებდა. მეფემ საგანგებოდ მოიწვია იმ დროის საუკეთესო [[არქიტექტორი]] ლუი ლევუ ვერსალის პროექტის ხელმძღვანელად, მასთან ერთად კი შარლ ლებრენი - ინტერიერის დეკორირების, პალატებისა და კედლების მოსახატად. ცნობილმა ფერმწერმა და მებაღემ ანდრე ლენოტრმა სასახლის ირგვლივ უნიკალური ბაღები გააშენა. სამეულმა მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და სულ რამდენიმე წელიწადში, მოკრძალებული გარეუბანი ხელოვნების სრულქმნილ ნიმუშად გადაიქცა.