ლუი XIII: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გრამატიკული და შემდეგ და წინაც არ იწერება მძიმე
ხაზი 2:
'''ლუი XIII სამართლიანი''' ({{lang-fr|Louis XIII de Bourbon "le Juste}}; დ. [[27 სექტემბერი]], [[1601]], [[ფონტენბლო]], [[საფრანგეთი]] — გ. [[14 მაისი]], [[1643]], [[სენ-ჟერმენ-ან-ლე]], [[საფრანგეთი]]) — [[საფრანგეთის მეფეები|საფრანგეთის]] და [[ნავარის სამეფო|ნავარის]] მეფე [[1610]]-[[1643]] წლებში. [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV-ისა]] და [[მარი მედიჩი]]ს ძე. [[ბურბონები|ბურბონთა]] დინასტიის წარმომადგენელი.
 
გამეფდა მცირეწლოვანი [[1610]] წელს. მეურვედ ჰყავდა დედამისი, რომლის რეგენტობაში ძალაუფლება ძლევამოსილი ფავორიტის იტალიელი კონჩინის ხელში მოექცა. [[1615]] წელს შერთეს [[ესპანეთი]]ს მეფის ასული [[ანა ავსტრიელი]]. დიდკაცობის მოთხოვნით [[1614]]-[[1615]] წლებში მოიწვია [[გენერალური შტატები]]. [[1624]] წელს ლუი XIII-მ, დედის შთაგონებით თავის მრჩევლად მიიწვია კარდინალი [[რიშელიე]], რომელიც მალე პირველი მინისტრი და, არსებითად, საფრანგეთის ერთმმართველი გახდა. ლუი XIII მოქმედებდა მისი მითითებით და იცავდა მას შეთქმულებისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ მეფის დედა, ძმა - გასტონ ორლეანელი, ანა ავსტრიელი და მეფის ნათესავები. ლუი XIII-ს კარგად ჰქონდა შესწავლილი სამხედრო საქმე. მისი პირადი სარდლობით მოეწყო რამდენიმე ლაშქრობა. რიშელიეს პოლიტიკის შედეგად განმტკიცდა ფრანგული [[აბსოლუტიზმი]] და საფრანგეთმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის სახელმწიფოთა შორის. ამასთან, ლუი XIII-ის მმართველობის ხანა აღინიშნა მძიმე სახელმწიფო გადასახადებით, ხალხის ფართო მასების გაღატაკებით, სახალხო მღელვარებებითა და აჯანყებებით.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XIII“-დან