ტუპაკ ამარუ I: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 28 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q296269)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
'''ტუპაკ ამარუ I''' ([[კეჩუა|კეჩ]]. ''მბრწყინავი გველი'') — [[ინკები]]ს [[ვილკაბამბა]]ს სამეფოს უკანასკნელი იმპერატორი. [[მანკო ინკა]]ს ვაჟი, ტახტზე ავიდა მისი ძმის, [[ტიტუ კუსი იუპანკი]]ს უცნაური დაავადებით გარდაცვალების შემდეგ.
 
ჯერ კიდევ ახალგაზრდა და საკმაოდ გამოუცდელი ტუპაკ ამარუ, ესპენელი კონკისტადორების დაუძინებელ მტრად იქცა. მისი მეამბოხე სულისასულის გამო ესპანელებმა მისი შეპყრობა განიზრახეს და ვილკაბამბასაკენ 300 შეიარაღებული ჯარისკაცი გააგზავნესგაგზავნეს. ვილკაბამბაში მისულებს, ამარუ ცოლ-შვილთან და სხვა პარტიზანებთან ერთად ჯუნგლებში გაქცეული დახვდათ. ესპანელებმა მათ ბოლომდე სდიეს, შეიპყრეს და [[კუსკო]]ში წაიყვანეს.
 
სასწრაფოდ გასამართლების შემდეგ, მას სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილით დასჯის ცერემონია შედგა კუსკოს ცენტრალურ მოედანზე, ჩვ.წ. 1572 წლის 24 სექტემბერს. ჯალათემბა სასტიკად აწამეს ინკების უკანასკნელი მმართველი – ჯერ ენა მოაჭრეს, შემდეგ თავი, შემდეგ ორივე ხელი, ბოლოს კი ორივე ფეხი. მისი სხეულის ნაწილები [[პერუ]]ს ოთხ სხვადასხვა ქალაქში გააგზავნეს, დარჩენილი ნაწილი კი დაწვეს. ტუპაკ ამარუს სხეულის მცირე ნაწილი დღესაც ინახება პერუს დედაქალაქ [[ლიმა]]ში, სანტო-დომინგოს ეკლესიაში.
 
ტუპაკ ამარუს ცოლმა-შვილმა და მათთან ერთად შეპყრობილმა პარტიზანებმაც მისი ბედი გაიზიარეს – ესპანელებმა ისინიც დახოცეს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
52

რედაქტირება