ერწუხის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
91.184.106.30-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
'''ერწუხის ბრძოლა''' — [[1104]] წელს გამართული ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი [[საინგილო]]) საქართველოს ლაშქარსა და [[განძა|განძის]] [[ათაბაგი|ათაბაგს]] შორის.
 
1104 წელს, მას შემდეგ, რაც კახელმა დიდებულებმა [[არიშიანი|არიშიანმა]], [[ბარამი|ბარამმა]] და მათმა ბიძამ (დედის ძმა) [[ქავთარ ბარამის ძე]]მ შეიპყრეს და [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელს]] გადასცეს კახთა მეფე [[აღსართან II]], საქართველოს მეფემ კახეთ-ჰერეთი დაიკავა, თუმცა ყველა კახელი დიდებული როდი იყო კახეთ-ჰერეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში შესვლის მომხრე — დავით IV-ს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. კახელ წარჩინებულთა ეს ნაწილი დახმარების სათხოვნელად ეახლა განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო. სულთნისთვის, ბუნებრივია, ძნელად ასატანი იქნებოდა საქართველოს ასეთი მომძლავრება-გაფართოება და ქართული ტერიტორიების ერთ მთლიან ერთეულად გაერთიანება. იგი, ცხადია, უკმაყოფილო იქნებოდა იმითაც, რომ დავითმა მტკიცედ ამოუკვეთა ფეხი საქართველოდან სელჩუკებს და ხარკსაც აღარ აძლევდა. დავითმა აქტიური საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით საქართველოს სამეფო კარი მთელს მახლობელ აღმოსავლეთში გამოკვეთა. პრაქტიკულად, იგი უკვე მზად იყო კავკასიის გაერთიანების დიდი პროგრესული საქმე მოეგვარებინა, ამიტომ სულთნისათვის თუ განძის ათაბაგისათვის, რომელიც, ფაქტობრივად, სულთნის გავლენას ემორჩილებოდა, ეს მომენტი ხელიდან გასაშვები არ იყო. მუსლიმმა მმართველებმა დიდძალ ლაშქარს მოუყარეს თავი და კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად დასძრეს. დავით აღმაშენებელმა მტერს მცირე, თუმცა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი დაუპირისპირა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერწუხის_ბრძოლა“-დან