კნუტ ჰამსუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი სექცია ქართულად გამოცემული თარმანების შესახებ.
ხაზი 8:
 
ჰამსუნმა პირველი დიდი პოპულარობა მოიპოვა მოთხრობით "შიმშილი" ([[1890]]), რომელიც ნორვეგიულ ლიტერატურაში თავისებურ გადატრიალებას მოასწავებდა როგორც თემატურ-მოტივური, ისე სტილურ-მითოლოგიური თვალსაზრისით: ნაწარმოები ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და იშვიათი ნიმუშია ამბივალენტური, შინაგანად წინააღმდეგობრივი, უკიდურესად ზეგრძნობიერი ადამიანის სულიერი ცხოვრების ასახვისა. ჰამსუნის საუკეთესო რომანებიდან მიჩნეულია "მისტერიები" ([[1892]]), "პანი" ([[1894]]), "ვიქტორია" ([[1898]]), "მიწის მადლი" ([[1917]], ნობელის პრემია, [[1920]]) და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰამსუნი იმთავითვე გერმანოფილობას ამჟღავნებდა, ამასთან, იგი პირველად [[გერმანია|გერმანიაში]] აღიარეს მსოფლიო მასშტაბის მწერლად, II მსოფლიო ომის დროს კი მან აშკარად გამოავლინა თავისი სიმპატიები ნაციზმის მიმართ. [[1945]] ჰამსუნს ნორვეგიაში სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალდებად და დააპატიმრეს, შემდეგ კი ღრმა მოხუცებულობის გამო სასჯელი ფულადი [[ჯარიმა|ჯარიმით]] შეუცვალეს.
 
ნათარგმნი ნაწარმოებები
 
მისტერიები, 1985, თბილისი, მერანი, მთარგმნელი: თამარ აბრამიშვილი
 
ზღაპრული ქვეყანა, დედოფალი თამარი, 2006, თბილისი, ინტელექტი, მთარგმნელი: რეზო კვესელავა
 
შიმშილი, 2010, თბილისი, არეტე, მთარგმნელი: დევი ბერძენიშვილი
 
მისტერიები, 2011, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
 
ვიქტორია: ერთი სიყვარულის ისტორია, 2012, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: დევი ბერძენიშვილი
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კნუტ_ჰამსუნი“-დან