სერგეი პროკოფიევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''სერგეი პროკოფიევი''' ([[რუს.]]: Серге́й Серге́евич Проко́фьев; დ. [[15 აპრილი]], [[1891]], სონცოვკის მამულში, [[ეკატერინოსლავი|ეკატერინოსლავთან]], ახლანდელი [[დნეპროპეტროვსკი]], [[უკრაინა]] — გ. [[5 მარტი]], [[1953]], [[მოსკოვი]]) — [[უკრაინა]]ში დაბადებული ეროვნებით [[რუსები|რუსი]], [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. გარდა რამდენიმე ცნობილი ნაწარმოებისა, აგრეთვე ცნობილია, როგორც სიმფონიური ზღაპრის [[პეტია და მგელი]] ავტორი. მისი მშობლები განათლებული და ინტელიგენტი ადამიანები იყვნენ. ბავშვი თავიდან მუსიკალურ გარემოცვაში იზრდებოდა. დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და სერგეის პირველი მუსიკალური შთაბეჭდილებებიც მასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა დედამ შეასწავლა მას ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენები. მამა კი ასწავლიდა არიტმეტიკას, გეოგრაფიას, ისტორიას. პროკოფიევმა ადრე გამოავლინა მუსიკალური ნიჭი. 9 წლის სერგეიმ მოსკოვში, საოპერო თეატრში მოისმინა ოპერები:გუნოს "ფაუსტი", ბოროდინის "თავადი იგორი", ნახა ჩაიკოვსკის ბალეტი "მძინარე მზეთუნახავი" და სახლში დაბრუნებისთანავე საკუთარ სიუჟეტზე დაწერა ოპერა "გოლიათი". ოპერაში მთავარ პარტიებს ახლობლები ასრულებდნენ. მუსიკისდამი ასეთი მისწრაფებისა და სიყვარულის გამო, მშობლებმა გადაწყვიტეს სერგეი რომელიმე ცნობილი მუსიკოსისთვის ეჩვენებინათ. ამ მიზნით 1902 წელს გამოჩენილ კომპოზიტორთან სერგეი ტანეევთან ჩაიყვანეს მოსკოვში. ეს უკანასკნელი აღფრთოვანებული დარჩა ბავშვის იშვიათი მუსიკალური ნიჭით და მშობლებს ურჩია დაეწყოთ სერიოზული მეცადინეობა ჰარმონიასა და მუსიკის ლიტერატურაში. სწორედ ტანეევის რეკომენდაციით,პროკოფიევმა მეცადინეობა დაიწყო ახალგაზრდა მუსიკოსთან რეინგოლდ გლიერთან, რომელიც იმხანად სონცოვკაში ცხოვრობდა.
1904 წელს პროკოფიევი შედის პეტერბურგის კონსერვატორიაში. მან ბრწყინვალედ ჩააბარა მისაღები გამოცდები და კომისიის აღფრთოვანება გამოიწვია. პროკოფიევმა კონსერვატორია 1909 წელს დაამავრა კომპოზიციის, ხოლო 5 წლის შემდეგ, საფორტეპიანო განხრით.განსაკუთრებული მონაცემებისთვის ოქროს მედალი და ანტონ რუბინშტეიის სახელობის პრემია - საკონცერტო როიალი მიიღო. მომდევნო წლებში პროკოფიევი ხშირად მიმართავდა კონცერტებს,როგორც პიანისტი.
50-იანი წლების დასაწყისში კომპოზიტორი ბევრს ავადმყოფობდა. უმეტესად ცხოვრობდა აგარაკზე მოსკოვის მახლობლად. მასთან ხშირად ჩადიოდნენ მეგობრები, თაყვანისცემლები. პროკოფიევი გარდაიცვალა მოსკოვში 1953 წლის 5 მარტს, დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე (1979).ის ასევე ცნობილია როგორც რუსი უკრაინელი.

David H. Appel. ed. Prokofiev by Prokofiev: A Composer's Memoir. Guy Daniels (translator). New York: Doubleday & Co.. ISBN 0-385-09960-6.
* Prokofiev, Sergei (2006). Diaries 1907–1914 editor=Anthony Phillips. London: Faber and Faber. ISBN 0-571-22629-9.
* Friedbert Streller: Sergej Prokofjew und seine Zeit. Breitkopf & Härtel, Leipzig 1953, 1960, Laaber-Verlag, Laaber 2003. ISBN 3-936000-63-8