მაჰმუდი (შეჰზადე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 31:
[[1595]] წელს [[მურად III]] გარდაიცვალა და ტახტზე [[მეჰმედ III]] ავიდა. შეჰზადე მაჰმუდი [[თოფქაფის სასახლე]]ში გადავიდა საცხოვრებლად. ოსმალური ტრადიციის მიხედვით, ყველა [[შეჰზადე]]ს უნდა ემართა [[ანატოლია]]ში მდებარე ერთ-ერთი სანჯაყი, მაგრამ მაჰმუდი ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო და თოფქაფის სასახლის [[ჰარამხანა]]ში ცხოვრობდა. იგი გამოცხადებული იყო მამის მემკვიდრედ. ამასთან ერთად, მაჰმუდი იანიჩრების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. შეჰზადე სელიმის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტახტზე ასვლის შანსები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
 
[[1603]] წლისთვის დედაქალაქში გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ მაჰმუდი მამის ტახტიდან ჩამოგდებას და მის მოკვლას აპირებდა. იმპერიის ვეზირები ორად იყოფოდნენ — ზოგი მათგანი მაჰმუდს უჭერდა მხარს, ხოლო ზოგი — შეჰზადე აჰმედს. აგრეთვე, არსებობდა ვერსია, რომ თუ სულთან მეჰმედის მკვლელობის მცდელობა უშედეგოდ დასრულდებოდა, მაჰმუდს მალულად გაიყვანდნენ დედაქალაქიდან, სადაც უფრო გაუიოლდებოდა ჯარის შეკრება და ტახტისთვის ბრძოლა. ამ ყველაფერმა მეჰმედ III-ის ყურამდე მიაღწია. სულთანმა დაიჯერა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მაჰმუდის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა [[ვალიდე სულთანი|დედა სულთანმა]], [[საფიე სულთანი|საფიემ]] მოახდინა, რომელსაც არ სურდა მაჰმუდის ტახტზე ასვლა.
 
[[7 ივნისი]]ს ღამეს, [[ჰარამხანა]]ში, შეჰზადე მაჰმუდის ოთახში ოთხი ჯალათი შევიდა. თავად მეჰმედ III გარეთ იდგა და ელოდებოდა მაჰმუდის სიკვდილს. მას შემდეგ, რაც ჯალათები მაჰმუდის ოთახიდან გამოვიდნენ, იგი შევიდა და დარწმუნდა, რომ მაჰმუდი მკვდარი იყო. მაჰმუდის სიკვდილით დასჯის შემდგომ, ყველა მისი მხარდამჭერი მეჰმედის ბრძანებით ზღვაში გადაყარეს. [[22 დეკემბერი|22 დეკემბერს]] თავად [[მეჰმედ III]]-ც გარდაიცვალა. დაერთ-ერთი ვერსიით, იგი სწორედ შვილზე დარდმა იმსხვერპლა. ტახტზე მაჰმუდის უმცროსი ვაჟიძმა, [[აჰმედ I]] ავიდა. აჰმედის ბრძანებით, მაჰმუდი შეჰზადეს მეჩეთში დაკრძალეს.
 
== ლიტერატურა ==