ანგლიკანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Anglicanism is defined and regarded as both Catholic and Protestant, and not just Protestant.
ხაზი 10:
 
===მომდევნო პერიოდი===
მერი ტაში ტუშის ტიუდორის მეფობის დროს [[კათოლიციზმი]] აღადგინეს. [[ელისაბედ I]]–ის დროს "რწმენის 39 მუხლით" (1571) ანგლიკანური ეკლესია დაუახლოვდა კალვინიზმს. 1567 წლიდან ანგლიკანურ ეკლესიას გამოეყვნენ [[პურიტანები]]. ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს ანგლიკანური ეკლესია გააუქმეს (1643), ოფიციალურ რელიგიად იქცა [[პრესვიტერიანობა]] 1648 წლამდე, შემდეგ ინდეპენდეტობა. რესტავრაციის ხანაში პარლამენტის "ერთგვარობის აქტით" 1662 წელს ანგლიკანური ეკლესია აღადგინეს. 1791 წლიდან დაწესდა რწმენის თავისუფლება კათოლიკეთათვის. 1829 წელს მოხდა "კათოლიკეთა ემანსიპაცია". 1850 წლიდან ინგლისის კათოლიკეთა სამღვდელოებას სათავეში უდგას უესტმისტერის არქიეპისკოპოსი. ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია მეფე. საეკლესიო იერარქიას სათავეში უდგას პრიმასი – კანტერბერის არქიეპისკოპოსი. მას მოსდევს იორკის არქიეპისკოპოსი, ორმოცამდე ეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები. ეპისკოპოსთა დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. საეკლესიო გადაწყვეტილებებს ამტკიცებს პარლამენტი. გარდა ინგლისისა, ანგლიკანური ეკლესია დამოუკიდებლად არსებობს [[ირლანდია]]ში, [[უელსი|უელსში]], [[შოტლანდია]]ში, [[კანადა]]ში, [[ავსტრალია]]ში, [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]]ში, [[აშშ]]–ში და სხვაგან. ანგლიკანელთა საერთო რიცხვი 80 მილიონამდეა. ისინი ქმნიან ანგლიკანური ეკლესიის კავშირს. 1867 წლიდან ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები პერიოდულად იკრიბებიან [[ლონდონი|ლონდონში]], ე. წ. ლამბერთის (კენტერბერის არქიეპისკოპოსის სასახლე ლონდონში) კონფერენციებზე.
 
== ქრისტიანობის მიმდინარეობები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანგლიკანიზმი“-დან