თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
'''თავდგირიძეები''' — ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. წერილობით წყაროებში იხსენიება [[XIV საუკუნე|XIV საუკუნიდან]] (ზოგჯერ ''თავდირიძე'', ''თაქთირიძე''). [[იოანე ბატონიშვილი]]ს ცნობით, მათი წინაპარი იყო ვინმე „თადგირ“, ვანის თავადი 1211 წელს. სხვა ვერსიით გვარი იწარმოება თავზე გვირგვინის დადგმისაგან შემდეგ თავდგირიძენი დასახლდნენ ახალციხეში. ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „სახელოვანნი თავადნი სამცხე-საათაბაგოსა“. ისინი ფლობდნენ სოფელ [[ჩორჩანელი|ჩორჩანელს]] სასაფლაოთი, მონასტრით და კარის ეკლესიით.
 
ოსმალთა მიერ [[სამცხე-საათაბაგო]]ს დაპყრობის შემდეგ თავდგირიძეების საგვარეულო საქართველოს სხვა მხარეებში ([[ქართლი]], [[იმერეთი]], [[გურია]]) გაიფანტა. [[გიორგი III გურიელი|გიორგი III გურიელმა]] თავდგირიძეებს ქვემო გურიაში უბოძა ყმა-მამული. სწორედ ამიტომ [[ვახუშტი ბატონიშვილი]] თავის უბადლო შრომაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" თავდგირიძეების გვარს ასახელებს  ერთ-ერთ თავადურ გვარს გურიაში: ნაკაშიძეების, შარვაშიძეების, ბერეჟიანების, <nowiki/>[[ბერიძეები|ბერიძეების]], კვერღელიძეების გვერდით. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში იხსენიებიან გიორგი და მიზარბეგ თავდგირიძეები. გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო [[ქაიხოსრო I გურიელი]]ს ასული დარეჯანი. მიზარბეგ თავდგირიძეს [[გიორგი III გურიელი|გიორგი III გურიელმა]] უბოძა [[მაჭუტაძეები|მაჭუტაძის]] ყოფილი მამულები, თითქმის მთელი ქვემო გურია: აჭყვისთავი, ჭახათა, ჩაქვი, ქობულეთი და ალამბარი. ალამბარში მათ ააგეს საგვარეულო ციხე-სიმაგრე. თავდგირიძეებმა ასევე მიიღეს გურიის სამთავროს [[ბოქაულთუხუცესი]]ს თანამდებობა.
 
გვარის რამდენიმე წარმომადგენელმა [[ისლამი]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთნის მფარველობა მიიღო. 1718 წელს აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთან მაჰმუდისგან მიიღეს ბათუმის მხარე, გონიოს სანჯაყი, ანარია, ქისტაური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები“-დან