დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q133641
ხაზი 28:
შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით ჩაღწევის გეგმა მან [[ევროპა|ევროპის]] რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა. კოლუმბის იდეას გამოეხმაურა მხოლოდ [[ესპანეთი]], სადაც XV საუკუნის მიწურულისათვის დასრულდა [[რეკონკისტა]] და ესპანელი აზნაურების პრობლემა შეიქმნა. „კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს სამი კარაველა: „სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს. ამასთან, იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.
 
თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან გემი შენიშნეს. [[1492]] წლის [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]] კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს [[სან-სალვადორი]] (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. [[ესპანეთი]]ს „კათოლიკე მეფეების“ სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა [[კუბა]] და [[ჰაიტიჰაიტე]]. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ [[აზია|აზიის]] განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს [[ინდიელები]] უწოდა. [[1493]] წლის გაზაფხულზე კოლუმბი [[ესპანეთი|ესპანეთში]] დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის ადმირალის“ ტიტული უბოძეს.
 
[[1493]]—[[1502]] წლებში კოლუმბმა კიდევ რამდენიმეჯერ იმოგზაურა [[ამერიკა]]ში და აღმოაჩინა [[კარიბის ზღვა|კარიბის ზღვის]] ბევრი კუნძული. მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა [[ესპანეთი]]ს სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა, რომ არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ [[ინდოეთი|ინდოეთს]] მიაღწია.