აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Mehman97 ცვლილებების გაუქმება (№3235708)
ხაზი 31:
 
== ისტორია ==
სასფლაო დაარსდა [[XVII საუკუნე]]ში და ეწედებოდა „გორხანა“, რაც სპარსულად „დაკრძალვის სახლს“ ნიშნავს. როდესაც აღმოსავლეთი საქართველო იმყოფებოდა სპარსეთთან ვასალურ დამოკიდებულებაში, იმ ადგილას, სადაც სასაფლაო მდებარეობს, [[სეიდი|სეიდები]] სახლდებოდნენ და ამიტომ ქალაქის ამ ნაწილს „სეიდაბადი“ ერქვა. ამ სასაფლაოზე კი, თბილისში მცხოვრებ გარდაცვლილი მუსლიმებს ასაფლავებდნენ.<ref name="Хундадзе"/>
 
[[ფაილი:Alexei Ivanitsky. The Muslim cemetery in the hills near the Botanical Garden in Tbilisi. 1858 cropped.jpg|thumb|300px|left|თბილისის ძველი მუსლიმური სასაფლაოს ხედი. ალექსეი ივანიცკის ფოტო (1858)]]
[[XIX საუკუნე]]ში სასაფლაოს ტერიტორია საგრძნობლად გაფართოვდა.<ref name="Хундадзе"/> ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეების გარდა, სასაფლაოზე დაკრძალულია კულტურის, მეცნიერებისა და პოლიტიკის მოღვაწეები, როგორიცაა გენერალი აბდულა აღა ბაქიხანოვი, მამედ-ჰასან ჰაჯინსკი, მწერალი და პუბლიცისტი გამგიუსარი, მსახიობი და რეჟისორი იბრაჰიმ ისპახანლი, პოეტი მეჰთიკულიჰან ვაფა, დიპლომატი ბეჰბუდ შახტახტინსკი, ისა შახტახტინსკი, ადილა შახტახტინსკაია, მწერალი და პუბლიცისტი ეინალი სულთანოვი, მწერალი და პუბლიცისტი რზაკული ნადჯაფოვი, ჰუსეინ ეფენდი გაიბოვი, ნაზლი ხანუმ მამედკულიზადე, ჰამზათ-ბეკ გაიბოვი, მუზაფარ ნარიმანოვი, ფარაჯ-ბეკ სულთანოვი, მსახიობი მირზალი აბასოვი, აბას კურბანოვი, ენვერ ხუდავერდიევი, მუსტაფა ველიევი, იუსიფ ჰადჯიზადე, ჰუსეინ ბახმანოვი, რზაბალა რზაევი, ასევე ახუნდოვის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე ტუბუ-ხანუმი, ვაჟი ადილ-ბეკი და ქალიშვილი სეირა-ბეგიმი, მისი ძმა და მისი მეუღლის დები, ისევე, როგორც ვაზეხის მეუღლე. დღეს, მათი უმრავლესობის სახელი ამოკვეთილია სასფლაო ქვაზე.
 
==სქოლიო==