მამია II გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
}}
 
'''მამია II გურიელი''' (გ. [[1625]]), გურიის მთავარი [[1600]]-[[1625]], [[გიორგი II გურიელი |გიორგი II გურიელის]] ძე. ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ის]] ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და [[ოსმალეთი]]ს საშინაო კრიზისმა განაპირობა [[გურიის სამთავრო]]ს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 წელს ააშენა [[1609ჩეხედანას ეკლესია]] თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად.

1609 წელს მამია II გურიელმა ოსმალები განდევნა [[აჭარა|აჭარიდან]] და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. მას მხარს უჭერდა [[ოდიში (მხარე)|ოდიშის]] მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონომიური ბლოკადით აიძულა მამია II გურიელი ზავი დაედო ([[გურია-ოსმალეთის შეთანხმება|გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614]]). მამია II გურიელმა [[აჭარა]] დაკარგა და [[ოსმალეთი]]ს ხარკი იკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1618 და 1623 წლებში მამია II გურიელმა [[რუსეთი]]ს მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ.
 
იმავე წელს ქალიშვილი თამარი მიათხოვა შემდგომში იმერეთის მეფე [[ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე III-ს]]. თამარი [[მრუშობა|მრუშობის]] ბრალდებით მამის კარზე გააბრუნეს შვილ [[ბაგრატ IV (იმერეთის მეფე)|ბაგრატთან]] ერთად. ამ ამბით შეურაცხყოფილმა გურიელი დაუმოყვრდა [[ლევან II დადიანი|ლევან II დადიანს]]. 1621 წელს მამიამ თავის ძე [[სიმონ II გურიელი|სიმონს]] დადიანის და [[მარიამ დადიანი|მარიამი]] შერთო ცოლად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_II_გურიელი“-დან