ტიციან ტაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

46.49.6.47-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(46.49.6.47-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{მმ*|ტაბიძე}}
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ტიციან ტაბიძე''' (დ. [[2 აპრილი]] <small>ძვ. სტ. [21 მარტი]</small>, [[1895]] — გ. [[16 დეკემბერი]], [[1937]]) — ქართველი [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტი]] [[პოეტი]], მწერალი, „[[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელთა]]“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
 
==ბიოგრაფია==
 
=== ადრეული წლები ===
დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)|ჭყვიშში]] (ამჟ. [[ვანის მუნიციპალიტეტი]]). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა. {{ციტატა|მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს}} – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.
 
1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად [[ქუთაისი]]ს სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.
 
1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის]] დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და [[1906|1906 წლის]] [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] იგი ჩაირიცხა [[ქუთაისი]]ს ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი [[ქართული კულტურა|ქართული კულტურის]] მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
 
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „[[კოლხიდა|კოლხიდაში]]“, „[[სახალხო გაზეთი|სახალხო გაზეთში“]], „[[ერი (გაზეთი)|ერში“]], „[[თეატრი და ცხოვრება|თეატრი და ცხოვრებაში“]].
 
=== სტუდენტური წლები ===
1 336

რედაქტირება