ნიკოლოზ ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

46.49.6.47-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Justtemo-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(46.49.6.47-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Justtemo-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი ''' (დ. [[4 დეკემბერი]], [[1817]], [[თბილისი]] — გ. [[21 ოქტომბერი]], [[1845]], [[განჯა]], [[აზერბაიჯანი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.
'''ნიკოლოზ'''თი [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის პანთეონში]] განისვენებს.is debiliiiiiiiiaaaaaaaa
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Franz Xavier Winterhalter. Princess Catherine Dadiani.jpg|thumb|left|[[ეკატერინე დადიანი]] - ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულის კერპი]]
დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, [[მელიტონ ბარათაშვილი]] თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა - ეფემია, და [[ორბელიანი, გრიგოლ|გრიგოლ ორბელიანისა]], [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] შვილიშვილი იყო. [[თბილისის პირველი გიმნაზია|თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში]] ([[1827]] - [[1835]]) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო [[სოლომონ დოდაშვილი]], რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, [[რუსეთი|რუსეთში]] გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში [[1832]] წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
 
ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული [[ეკატერინე ჭავჭავაძე|ეკატერინე ჭავჭავაძისადმი]]). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.
 
[[1836]]-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. [[1844]] წელს დაინიშნა [[ნახიჩევანი|ნახიჩევანში]] მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო [[1845]] ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, [[მალარია|მალარიით]] მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ [[1893]] წელს განჯიდან თბილისში ([[პანთეონი (დიდუბე)|დიდუბის პანთეონი]]) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. [[1938]]-დან პოეტის ნეშთი [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის პანთეონში]] განისვენებს.
 
== შემოქმედება ==
1 336

რედაქტირება