ჰარი პოტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== სიუჟეტი ==
ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დერსლების ოჯახთან,დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ლიტლ უინგში, პრივიტ დრაივის #4 სახლში. დეიდას სძულდა თავისი და ლილი პოტერი, ამიტომაც ჰარისაც ვერ იტანდა. ისინი ერიდებოდნენ პოტერების გაგონებას. ჰარის ჰყავდა დეიდაშვილი დადლი. ის თავის მეგობრებთან ერთად ამცირებდა ჰარის, ამიტომაც ჰარი ცდილობდა როდესაც დადლის ძმაკაცები მოვიდოდნენ ის გადიოდა გარეთ რად მათი ჯუჯღუნი არ გაეგო. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ, ვისაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა, წერილი მიიღო, თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო, რადგან ბიძიამ წაართვა. ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, რასაც დერსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ. ეს სწორედ ჰარის მე-11 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ჰარის დაბადების დღეზე კი მასთან მივიდა ნახევრად გოლიათი [[ჰაგრიდი]] და უთხრა, რომ იგი ჯადოქარია. უამბო თავისი მშობლების გარდაცვალების ნამდვილ მიზეზზეც, ისინი კი თავისი დროის უდიდესმა ბოროტმა ჯადოქარმა, [[ლორდი ვოლდემორი|ლორდმა ვოლდემორმა]] დახოცა. მან ჰარის მოკვლაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ჰარისთვის წერილი გამოგზავნილი იყო ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა [[ჰოგვორტსი]]დან. ამის შემდეგ ჰარი [[ჰოგვორტსი|ჰოგვორტსში]] წავიდა სასწავლებლად და იქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ბიჭი მიხვდა, რომ ის თავის სამყაროში აღმოჩნდა, იქ მას ყველა იცნობდა და ყველა პატივს სცემდა, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბოროტ ძლევამოსილ ჯადოქარ, [[ვოლდემორი|ვოლდემორს]] წინ გადაუდგა და დაამარცხა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ჩვილი იყო. ჰარის ამ ამბიდან არაფერი ახსოვდა, თუმცა მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევი ამას ადასტურებდა. ის თუ რატომ სურდა ვოლდემორს ჰარის მოკვლა, ირკვევა წიგნის მეხუთე ტომში [[ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი]]. საბოლოოდ ჰარი შეძლებს ვოლდემორის დამარცხებას, ამას იგი თავის მეგობარ [[რონ უისლი|რონთან]] და [[ჰერმიონ გრეინჯერი|ჰერმიონთან]] ერთად მოახერხებს. მათ შეძლეს და გაანადგურეს ვოლდემორის მიერ შექმნილი [[ჰორკრუქსი|ჰორკრუქსები]], სადაც მისი სულის ნაწილები იყო განთავსებული.
 
== წიგნები ==
ანონიმური მომხმარებელი