შემოწმებულები, ბიუროკრატები, შემმოწმებელი, ინტერფეისის ადმინისტრატორები, ადმინისტრატორები, სანდო მომხმარებლები
98 330
რედაქტირება
No edit summary |
No edit summary |
||
{{ინფოდაფა მეცნიერი
'''დეივიდ მარშალ ლენგი''' ({{lang-en|David Marshall Lang;}} დ. [[6 მაისი]], [[1924]], [[კენტის საგრაფო]] — გ. [[20 მარტი]], [[1991]]) — ინგლისელი [[კავკასიოლოგია|კავკასიოლოგი]], [[ისტორიკოსი]], [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნე]]. ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის [[პროფესორი]], [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საპატიო დოქტორი ([[1968]]). სწავლობდა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯში. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს ([[1939]]-[[1945]]) დროს იყო ბრიტანეთის საელჩოს მდივანი [[ირანი|ირანში]]. [[1946]] წლიდან დაიწყო [[რუსეთი]]სა და [[კავკასია|კავკასიის]] ისტორიის შესწავლა. [[1949]] წლიდან ქართულს ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში, [[1952]]-[[1953]] წლებში მუშაობდა [[ევროპა]]სა და [[აშშ]]-ში. დეივიდ მარშალ ლენგი იკვლევდა ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურას. [[1951|1951 წელს]] საგანგებო წერილი მიუძღვნა [[პეტრე იბერი]]ს ვინაობის საკითხს. [[1963|1963 წელს]] ორიენტალისტთა მოსკოვის XXV საერთაშორისო კონგრესის შრომებში დაიბეჭდა ლენგის გამოკვლევა „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები“. მან გამოავლინა „სიბრძნე ბალავარისას“ ქართული იერუსალიმური ნუსხა და [[1966|1966 წელს]] გამოსცა მისი თარგმანი [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]]. ამავე წელს [[ლონდონი|ლონდონში]] დაიბეჭდა ლენგის ნარკვევი „ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები“, [[1970|1970 წელს]] — „ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში“.
|
რედაქტირება