პაოლო მალდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ჟელკო კალაჩი]]: „მისი ყოფნა გუნდში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სხვა მოთამაშეებზე. ის იშვიათად საუბრობს, მაგრამ როდესაც რაიმეს თქმას დააპირებს, ყველა დიდი გულისყურით უსმენს. ეს მეტყველებს მის უდიდეს პატივისცემაზე, რომელიც გააჩნიათ თანაგუნდელებს მის მიმართ“
 
[[ჯენარო გატუზო]]: „საოცარია, რომ 20 წელზე მეტია „მილანის“ შემადგენლობაშია და ისეთივე ვნებით თამაშიბსთამაშობს, როგორც თავიდან იწყებდა. მე მშურს მალდინის, ზოგჯერ არ მსურს ვარჯიშზე წასვლა. ბევრი ასეთ სიტუაციაში თავს მოიავადმყოფებს ხოლმე. მხოლოდ მალდინი არ იქცევა ასე. პაოლო ნამდვილი ლიდერია. ის არასდროს უყვირის თანაგუნდელებს. დამერწმუნეთ, საფეხბურთო მოედნის გარეთაც არასდროს ბრაზობს ჩევნიჩვენი კაპიტანი“
 
[[კახა კალაძე]]: „მთავარი პაოლო მალდინია, გუნდის კაპიტანი, დანარჩენები ძმები ვართ! ის ყოველთვის „მილანში“ იქნება და მილანელად დარჩება“
[[კაკა]]: „პაოლო მალდინი ბრწყინვალე მაგალითია ფეხბურთელისთვის. ის პირველი მოდიოდა ვარჯიშზე და უკანასკნელი მიდიოდა. პაოლო რაულისნაირია, ლოიალურობისა და სამაგალითოების ეტალონი. ისინი დიდი ლიდერები არიან“
 
ფეხბურთელების აზრს იზიარებენ მწვრთნელებიც
 
[[კარლო ანჩელოტი]]: „პაოლოს ნაირი ფეხბურთელის ყოლა მოედანზე უკვე უპირატესობად მიმაჩნია. მისი პროფესიონალიზმი შეუფასებელია“
 
[[დინო ძოფი]]: „მე არც გაოცებული ვარ და არც განაწყენებული, რომ პაოლო მალდინიმ ჩემი რეკორდი დაამხო. ჩემთვის დიდი პატივია ნამდვილი ჩემპიონის გვერდით ერთ საფეხურზე დოგმადგომა. დღეისათვის, პაოლო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ბევრი რამ აღმაფრთოვანებს მასში. ავიღოთ თუნდაც მისი მაღალი კლასი, რისი წყალობითაც იგი გახდა ერთერთი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი მცველი ფეხბურთის ისტორიაში. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი დიდი ცოდნა და თაცდადებათავდადება როგორც კლუბში, ისე ნაკრებში თამაშის დროს. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი მთელი ცხოვრება მემახსოვრება, დარწმუნებული ვარ, პაოლოსაც“
 
== სქოლიო ==