იმამყული-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 4:
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
მისი მეთაურებით ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კ. ჰორმუზიდან (1623). იმამყული-ხანმა ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა (გაიყვანა გზები, არხები, ააგო, ხიდები, კაშხლები). იგი ძალზე გონიერი და მწიგნობარი კაცი იყო, აინტერესებდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებებიც. დანათესავებული იყო ქართველ ფეოდალებთან ირანსა თუ საქართველოში (მისი ერთი ქალიშვილი [[ანდუყაფარ ამილახვარი|ანდუყაფარ ამილახორი]]ს ცოლი იყო და საქართველოში ცხოვრობდა, მეორე დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყილი-ბეგს, როსტომ-ხან სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად). იმამყული-ხანის შესახებ საინტერესო ცნობებია სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში, სადაც იგი დადებით პიროვნებადაა წარმოდგენილი. [[პიეტრო დელა ვალე]] ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმამყული-ხანი მფარველობდა [[ქეთევან დედოფალი|ქეთევან დედოფალს]], [[ლუარსაბ II]]-ს, [[თეიმურაზ I|თეიმურაზის]] შვილებს. იმამყული-ხანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატვრული ნაწარმოებებიც დაიწერა ("ჯანგნამეი ყეშმ", "ფარუხნამე"). მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმამყული-ხანის პიროვნებასა და მოღვაწეობას თეიმურაზ I-ის პოემაში "წამება ქეთვან დედოფლისა". იმამყული-ხანს დაბრალდა თავისი ძმის, დაუდ-ხან უნდილაძის, აჯანყებაში მონაწილეობა და ოჯახთან ერთად [[სეფი I | შაჰ-სეფი I-ის ]]ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმამყული-ხანი“-დან