მაქსიმე II: განსხვავება გადახედვებს შორის

კატ. შეიცვალა
(კატ. შეიცვალა)
'''მაქსიმე II''' (გვარად ''აბაშიძე'') (― †გ. [[30 მაისი]], [[1795]]), დასავლეთ [[საქართველო]]სსაქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1776]]-[[1795]] წლებში, ქუთათელი ეპისკოპოსი მიტროპოლიტის ხარისხით [[1759]]-[[1781]] წლებში. [[1770]]-მდე რეზიდენცია ჰქონდა მაღლაკში, სადაც ააგო მცირე ეკლესია და გადმოასვენა ღვთისმშობლის ხატი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. [[1777]] წელს გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათოლიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. [[1781]] წელს [[სოლომონ I]]-თან უთანხმოების გამო მაქსიმე II აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა [[1784]] წელს, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ. [[1768]]-[[1769]] წლებში მაქსიმე II სოლომონ I-ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე, [[1784]]-[[1786]] წლებში კი - [[დავით II, გიორგი VII-ის ძე | დავით II]]-ისა (ზურაბ წერეთელთან და დავით კვინიხიძესთან ერთად). პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე II ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. [[1792]] წლის შემდეგ კიევს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩორის ლავრაში.
 
 
==ლიტერატურა==
 
*''ლომინაძე ბ.,'' მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31
* სოსელია ო., ნაეკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1 თბ., 1973
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 500, თბ., 1983
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1795]]