კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ძეგლი''' ფართო გაგებით — რაიმე ობიექტი, რომელიც [[ქვეყანა|ქვეყნის]], [[ერი]]ს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. [[ტოპოლოგია|ტიპოლოგიური]] ნიშნების მიხედვით შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად კატეგორიად: [[არქეოლოგია|არქეოლოგიის]], არქიტექტურის და სახვითი ხელოვნების ძეგლები, აგრეთვე წერილობითი ძეგლები, რომელთაც ისტორიულ-შემეცნებითი ან ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობა აქვს. ვიწრო გაგებით — ხელოვნების (სკულპტურული ან არქიტექტურული) ნაწარმოები, რომელიც შექმნილია ვისიმე ან რისამე ხსოვნის უკვდავსაყოფად. ძეგლისთვის დამახასიათებელია აქტიური საზოგადოების ზემოქმედების ფუნქცია, რომელიც მჟღავნდება როგორც იდეურ პროგრამაში, ისე მხატვრულ განხორციელებაში. ძეგლი ისე იდგმევა, რომ მისი ხილვა მრავალმა ადამიანმა შეძლოს. იგი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს გარემოს ორგანიზებაში. ძეგლის პროტოტიპებს ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებასა და უძველესი აღმოსავლეთის ცივილიზაციებში ვხვდებით (მაგალითები, პირამიდები, ობელისკები და სხვა), პირველი მემორიალური დანიშნულების ძეგლი ანტიკურ სამყაროში შეიქმნა. ჩამოყალიბდა ძეგლის ძირითადი კომპოზიციური ტიპები — ალეგორიული და პორტრეტული ქანდაკებები, სკულპტურული ჯგუფები, ცხენოსანთა ქანდაკებები, სატრიუმფო თაღები, სვეტები, სტელები. შუა საუკუნეების შემდეგ ქრისტიანულ სამყაროში ძეგლის ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო [[ჯვარი]]. რენესანსის ეპოქიდან კი ყველა ტიპის ძეგლი ხელახლა გავრცელდა ევროპაში. დაიდგა საერო ხასიათი ძეგლები. XIX საუკუნიდან გაფართოვდა ძეგლის თემატიკა. მონარქებისა და მხედართმთავრების გვერდით გაჩნდა ხელოვანთა, მეცნიერთა, ლიტერატურულ გმირთა ძეგლები. XX საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალურია არქიტექტურის მემორიულ ნაგებობათა იდეა. იდეური და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია [[დიდი სამამულო ომი|დიდ სამამულო ომში]] (1941—1945) გამარჯვებისადმი მიძღვნილი [[მონუმენტი|მონუმენტები]] ყოფილ [[სსრ კავშირი|სსრ კავშირის]] მრავალ [[ქალაქი|ქალაქში]].
 
[[საქართველო]]ში პირველი ქანდაკებები XIX საუკუნის II ნახევარში დაიდგა. უმთავრესი მიღწევები ამ სფეროში დაკავშირებულია ქართველი მოქანდაკეების ([[იაკობ ნიკოლაძე|ი. ნიკოლაძე]], [[ვალენტინ თოფურიძე]], [[შოთა მიქატაძე]], [[გიორგი ოჩიაური]], [[გურამ კორძახია|გურამ კორძაია]],[[ჯუანშერ მიქატაძე]] და სხვები) შემოქმედებასთან.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|266}}